21:58 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
40 0 0

გერმანელი პოლიტიკოსის თქმით, ის ნეგატიურად არის განწყობილი მილიტარიზმისადმი და თავის დროზე სამხედრო სამსახურზე უარი თქმა, მაგრამ აღლუმზე სამხედრო ტექნიკის ხმები მისთვის სასიამოვნოდ ჟღერს

თბილისი, 9 მაისი – Sputnik. ბუნდესტაგის დეპუტატი „მემარცხენეების პარტიიდან“ (Die Linke) დიტერ დემი და „მემარცხენეების“ საპარლამენტო ფრაქციის პრესმდივანი მიხაელ შლიკი წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმს დაესწრნენ და РИА Новости-ს შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

მათი ვიზიტი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ უცხოენოვანი მაუწყებლობის დირექციის გერმანული რედაქციის და პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდის ხელშეწყობით განხორციელდა.

შლიკის თქმით, ის ყოველ წელს ცდილობს ჩავიდეს მოსკოვში გამარჯვების დღეს.

„ვცდილობ ყოველ წელს ჩამოვიდე 9 მაისს, რადგან მსურს გამოვთქვა მადლიერება გათავისუფლებისთვის, ფაშიზმზე გამარჯვებისთვის. პოლიტიკური სიტუაცია შეიძლება განსხვავებული იყოს, შეიძლება აზრთა სხვადასხვაობაც იყოს. მაგრამ ეს მოვლენა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, და, პანდემიის მიუხედავად, აქ ჩამოსვლის შანსი ხელიდან არ გავუშვი“, - უამბო მან РИА Новости-ს.

© photo: Sputnik / Alexander Wilf
გამარჯვების აღლუმი მოსკოვში

თავის მხრივ, დემმა აღიარა, რომ მისთვის სამხედრო ტექნიკის ხმები „კარგად ჟღერს“.

„კმაყოფილი ვარ იმით, რომ აქ მიმავალი ტანკების ჯავშნის მუხლუხოები, ასევე ჩვენს თავზე მფრენი სამხედრო გამანადგურებლები ცუდად ჟღერს დიდი კაპიტალის წარმომადგენლებისთვის, ჩემთვის კი ეს კარგად ჟღერს და მათავისუფლებს“, - აღნიშნა მან.

გერმანელი პოლიტიკოსის თქმით, ის ნეგატიურად არის განწყობილი მილიტარიზმისადმი და თავის დროზე სამხედრო სამსახურზე უარი თქმა.

„მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ახლა ამ ინტერვიუს ჩატარება შეგვიძლია, რადგან მაშინ Т-34-ები ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ, რადგან იყო კურსკის და სტალინგრადის ბრძოლები და წითელი არმიის გამარჯვება, თუ გავითვალისწინებთ, რომ თავისუფლება და ადამიანების მიერ თავისუფალი ამოსუნთქვა ამ ყველაფერს უკავშირდება, მაშინ ეს ყოველივე სამხედრო უნდა მივიღოთ და ვთქვათ: „დიახ, იმ ისტორიულ ეტაპზე ეს საჭირო იყო მშვიდობისთვის“, - აღნიშნა მან.

© photo: Sputnik / Sergey Guneev
გამარჯვების აღლუმი მოსკოვში

დემმა განაცხადა, რომ მისი პარტია გამოდის ინიციატივით, 8 მაისი სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადდეს.

„კვლავ საჭიროა მცირედი განმანათლებელი სამუშაოები. უმრავლესობამდე უნდა მივიტანოთ ის, რომ ფაშიზმი - ესაა თავდასხმები მათ წინააღმდეგ, მათუ სოციალური უფლებების, უკეთესი ხელფასითა და პენსიით დაინტერესების წინააღმდეგ. ფაშიზმი ყოველთვის იმათ მხარეზეა, ვინც ხელფასს ამცირებს. ამ გზავნილით 8 მაისი შეიძლება გახდეს სახელმწიფო დღესასწაული და ხსოვნის დღე ფართო უმრავლესობისთვის, და არა მხოლოდ უმცირესობისთვის“, - აღნიშნა მან.

გერმანელი დეპუტატის თქმით, ზოგიერთ საკითხს რუსეთში ის გაგებით ეკიდება, ზოგს - კრიტიკულად უყურებს, მაგრამ მთლიანობაში მოსკოვში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

მთავარი თემები