08:47 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
117 0 0

რუსეთში მარცვლოვანი კულტურების წარმოების მიმდინარე მოცულობები მოსახლეობის მოთხოვნებს ძირითადი სახეობების ბურღულეულზე, მათ შორის წიწიბურაზე, სრულად უზრუნველყოფს.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყნიდან წიწიბურის ექსპორტის დროებითი შეზღუდვის წინადადებით გამოვიდა. მიზეზად დასახელდა რუსეთის ბაზარზე პროდუქციის საჭირო მოცულობების შენარჩუნება და ფასების მკვეთრი რყევების თავიდან აცილება, იუწყება РИА Новости სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

საუბარია წიწიბურის ექსპორტის დროებით შეზღუდვაზე. ამჟამად სამინისტროში მიმდინარეობს მსჯელობა აღნიშნულ ინიციატივაზე.

უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთში მარცვლოვანი კულტურების წარმოების მიმდინარე მოცულობები მოსახლეობის მოთხოვნებს ძირითადი სახეობების ბურღულეულზე, მათ შორის წიწიბურაზე, სრულად უზრუნველყოფს.

„2020 წლის ნოემბრიდან მსოფლიოში არსებული კონიუნქტურის ფონზე იმპორტიორ ქვეყნებში რუსული წიწიბურის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება“, – აღნიშნეს პრეს-სამსახურში.

თვითუზრუნველყოფის დონის შემდგომი ზრდის და სტაბილური ფასების შენარჩუნების მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2021 წელს ბურღულეული კულტურების ნათესების ფართობების ზრდას გეგმავს.

რუსეთში წიწიბურის ფასი წლის დასაწყისიდან იზრდება. უწყვეტი ზრდა მარტიდან ფიქსირდება. 19 აპრილის მდგომარეობით 1 კგ წიწიბურა რუსეთში ღირდა 96 რუბლი, რაც დაახლოებით 4,4 ლარს უდრის.

საქართველოში 1 კგ წიწიბურის ფასი 3,5 ლარიდან იწყება.

მთავარი თემები