ევროპარლამენტი რუსეთის SWIFT-დან გათიშვას ითხოვს: ფედერაციის საბჭოს პასუხი

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიფედერაციის საბჭო რუსეთში
ფედერაციის საბჭო რუსეთში - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გამოწერა
ევროპარლამენტმა რეზოლუციის პროექტში შეიტანა პუნქტი რუსეთის SWIFT-დან გათიშვის შესახებ და ასევე რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმა მოითხოვა „უკრაინაში აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში“.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ევროპარლამენტის ანტირუსულ რეზოლუციას იურიდიული ძალა არ აქვს, თუ რუსეთს SWIFT-დან გათიშავენ, ევროკავშირს ნავთობის საფასურის გადახდა „ნაღდი ფულით მოუწევს ჩემოდნებით“, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, გენერალმა ვლადიმირ ჯაბაროვმა.

საერთაშორისო გადახდების სისტემების საბანკო ბარათები  - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
SWIFT-დან გათიშვის მოლოდინში: რუსეთი ალტერნატიული სისტემის შექმნას გეგმავს

მანამდე ევროპარლამენტმა რეზოლუციის პროექტში შეიტანა პუნქტი რუსეთის საერთაშორისო გადახდების სისტემა SWIFT-დან გათიშვის შესახებ. გარდა ამისა, ევროჩინოვნიკები რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმას მოითხოვენ „უკრაინაში აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში“.

„ევროპარლამენტი არის ორგანო, რომელიც არასდროს არაფერს არ წყვეტს. მის რეკომენდაციებსა და რეზოლუციებს იურიდიული ძალა არ აქვს. ის რუსოფობიის კერად გადაიქცა“, — განაცხადა ჯაბაროვმა.

მისი თქმით, რუსეთის SWIFT-დან გათიშვა პრობლემას არ წარმოადგენს მოსკოვისთვის, ვინაიდან, როგორც ეს რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანას მზად აქვს გადახდების სისტემის შემცვლელი.

„მაინტერესებს, როგორ აპირებენ ჩვენთან ნავთობპროდუქტებზე ანგარიშსწორებას — ნაღდ ფულს ჩემოდნებით ჩამოგვიტანენ?“ — დაინტერესდა ფედერაციის საბჭოს წევრი.

ჯაბაროვის აზრით, ევროპარლამენტში გასული საუკუნის აზროვნების მქონე პოლიტიკოსები არიან თავმოყრილი, რომლებიც არ შეესაბამებიან თანამედროვე რეალობებს და „საკუთარი ქვეყნების ინტერესებსაც კი არ სცემენ პატივს“.

ყველა ახალი ამბავი
0