„როსკომნადზორი“: YouTube რუსული მედიის მუდმივ ცენზურას ეწევა

© AFP 2024 / ROBYN BECKYouTube-ის ოფისი ლოს-ანჯელესში
YouTube-ის ოფისი ლოს-ანჯელესში - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2021
გამოწერა
უწყების მონაცემებით, 2020 წელს YouTube-მა ცხრაჯერ შეზღუდა რუსული მედიის აკაუნტებზე წვდომა და სამჯერ - მათ მასალებზე, ხოლო 2021 წლის ოთხ თვეში დაიბლოკა რუსული მედიის სამი აკაუნტი და ხუთი მასალა

თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. „როსკომნადზორი“ აფიქსირებს რეგულარულ ცენზურას YouTube-ს ადმინისტრაციის მხრიდან რუსული მედიის აკაუნტებში განთავსებული კონტენტის მიმართ, იუწყება Interfax.ru უწყებაზე დაყრდნობით.

კორონავირუსი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2020
მკაცრი ზომები: კორონავირუსზე დაუდასტურებელი ცნობები რუსეთში აკრძალულ ინფორმაციად ცნეს

„როსკომნადზორში“ განაცხადეს, რომ 2020 წლის დასაწყისიდან მათ ვიდეოჰოსტინგის ადმინისტრაციას 29 წერილი გაუგზავნეს და რუსული მედიის წინააღმდეგ შეზღუდვების მოხსნა მოსთხოვეს (აქედან შვიდი წერილი განმეორებით გაიგზავნა), მათი უმრავლესობა უპასუხოდ დარჩა.

„ფილმები, რომლებიც რუსულ ფედერალურ არხებზე გადის და ასაკობრივ შეზღუდვას არ შეიცავს, YouTube-ს ადმინისტრაციის თვალსაზრისით, ხელმისაწვდომი მხოლოდ სრულწლოვანი მაყურებლისთვის უნდა იყოს. ბევრი ვიდეორგოლის ტრანსლირება ხდება მხოლოდ ვიდეოჰოსტინგზე ავტორიზაციის შემდეგ ან დამატებითი თანხმობის შემდეგ მოზრდილთათვის კონტენტის საყურებლად“, - განაცხადეს „როსკომნადზორში“.

უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ YouTube-ს მხრიდან იბლოკება ვიდეორგოლები, რომლებიც „მაყურებელს დასავლეთში მიღებულისგან განსხვავებულ პოზიციას აწვდის“.

„ვიდეორგოლები, რომლებიც მოგვითხრობს სიმართლეს ფაშიზმზე გამარჯვებაში რუსეთის მიერ შეტანილ ისტორიულ წვლილზე, ბესლანში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების შესახებ, გამოგონილი საბაბით იბლოკება. რუსეთის პრეზიდენტის მიმართვის ბლოკირებას НТВ-ს ოფიციალურ აკაუნტში YouTube-მა უნებლიე შეცდომა უწოდა“, - განაცხადეს უწყებაში.

„როსკომნადზორის“ მონაცემებით, 2020 წელს YouTube-მა ცხრაჯერ შეზღუდა რუსული მედიის აკაუნტებზე წვდომა და სამჯერ - მათ მასალებზე, ხოლო 2021 წლის ოთხ თვეში დაიბლოკა რუსული მედიის სამი აკაუნტი და ხუთი მასალა. მათ შორის შეზღუდვები შეეხო НТВ, „როსია 24“, ТВЦ, Russia Today და Sputnik-ის ოფიციალურ აკაუნტებს.

მარკ ცუკერბერგი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2019
Facebook-ი იცვლება: სოცქსელისა და მესენჯერის ახალი დიზაინი და შესაძლებლობები – ვიდეო

„YouTube-მა ასევე შეზღუდა ვიდეორგოლები, რომლებიც შეიცავდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჰიმნს და თავისი მოქმედებები ახსნა საავტორო უფლებების დარღვევით, რომელიც თითქოს უცხოურ მფლობელს ეკუთვნის“, - განაცხადეს „როსკომნადზორში“.

გარდა ამისა, „როსკომნადზორი“ აცხადებს, რომ YouTube-ს არ წაუშლია თითქმის 6 ათასი მასალა, რომელიც შეიცავს ბავშვთა პორნოგრაფიას, ექსტრემისტულ მოწოდებებს, პრონარკოტიკულ და სუიციდალურ კონტენტს და სხვა სოციალურად საშიშ ინფორმაციას 71 ათასი მასალიდან, რომელიც უწყებამ 2012 წლიდან გამოავლინა.

ყველა ახალი ამბავი
0