„მიზანი რუსეთის დაშინებაა“: რუსეთის საგარეო უწყების კომენტარი ბრიტანულ სამხედრო ხომალდებზე

© photo: Sputnik / Игорь Чуприн / გადასვლა მედიაბანკშინატოს სამხედრო ხომალდი
ნატოს სამხედრო ხომალდი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მონტრეს კონვენციის ამოქმედების იმედი აქვთ, რომლის შესრულებაზე პასუხისმგებლობაც თურქეთს აკისრია.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ხომალდების შემოსვლა რუსეთის დაშინებას ემსახურება, განუცხადა სააგენტო РИА Новости-ს წყარომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ზე“ უარი უნდა ვთქვათ“: გერმანელი პოლიტიკოსები პირობას ასახელებენ

მისი თქმით, დასავლეთი ცდილობს გავლენა მოახდინოს მოსკოვის კურსზე, მაგრამ რუსეთს მონტრეს კონვენციის ამოქმედების იმედი აქვს.

მანადე თურქეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანული ხომალდები შავ ზღვაში მაისის პირველ კვირაში შემოვლენ, რის თაობაზეც ანკარას წინასწარ აცნობა ლონდონმა.

„ყველაფერი, რაც კეთდება შავ ზღვაში ხომალდების შემოსვლასთან დაკავშირებით, ერთადერთ მიზანს ემსახურება — გაიზარდოს ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც ისინი იმედოვნებენ, რაღაც „გავიგოთ“ და ისე მოვიქცეთ, როგორც ისინი ჩვენგან ელოდებიან, ანუ რაღაცაში მეტად დამყოლები ვიყოთ. შესაძლოა ფიქრობენ, რომ ჩვენ რაღაცის შეგვეშინდება. ესაა მიზანი“, — აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყებაში არსებულმა წყარომ.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთს „იმათი ჯანსაღი აზროვნების იმედი აქვს, ვისზეც მონტრეს კონვენციის დაცვაა დამოკიდებული“.

ჩეხეთის საელჩო მოსკოვში - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
ჩეხეთი და რუსეთი ერთმანეთის დიპლომატებს აძევებენ

როგორც მანამდე გამოცემა Times წერდა, დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ესკადრონული ნაღმმზიდი და ნავსაწინააღმდეგო ფრეგატი შავ ზღვაში უკრაინის სოლიდარობის ნიშნად შემოვა რუსეთ–უკრაინის საზღვარზე არსებული ვითარების ფონზე.

უკრაინამ და დასავლეთის ქვეყნებმა ბოლო დროს არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება „რუსეთის აგრესიული ქმედებების“ გამო უკრაინის წინააღმდეგ. ვაშინგტონში განაცხადეს, რომ მოსკოვს ჯარები გადაჰყავს ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პერსკოვმა რამდენჯერმა აღნიშნა, რომ მოსკოვს ქვეყნის ტერიტორიაზე გადაჰყავს ჯარები ისე, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ, ამით არავის ემუქრება და ეს არავის არ უნდა აღელვებდეს.

მონტრეს კონვენცია — 1936 წელს მიღებული ეს დოკუმენტი შავი ზღვის აკვატორიაში სამხედრო ხომალდების ერთდროულ ყოფნას არეგულირებს. კონვენციის თანახმად, იმ ქვეყნების ხომალდები, რომელთაც შავ ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით აკვატორიაში შეიძლება 21 დღის განმავლობაში დარჩნენ. ამასთან მათი საერთო ტონაჟი არ უნდა აღემატებოდეს 30 ათასს.

 

ყველა ახალი ამბავი
0