20:48 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (813)
38 0 0

ბავარიის ჯანდაცვის სამინისტრომ და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა განზრახვათა მემორანდუმი გააფორმეს ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს მიწოდებასთან დაკავშირებით.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტის ვაქცინაციების მუდმივი კომისიის (STIKO) თავმჯდომარემ ტომას მერტენსმა დადებითად შეაფასა ბავარიაში რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს შეტანის შესაძლებლობა.

მერტენსის თქმით, მან პრესიდან შეიტყო, რომ ბავარიის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან ვაქცინასთან დაკავშირებით განზრახვათა შესახებ მემორანდუმი გააფორმა.

„ვაქცინით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მცდელობები პრინციპულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია“, — განაცხადა STIKO-ს ხელმძღვანელმა ტელეარხ ZDF-ის პირდაპირ ეთერში.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „სპუტნიკ V“ ბავარიაში იმ შემთხვევაში შევიდოდა, თუ პრეპარატს წამლების ევროპული სააგენტო ЕМА მოიწონებდა.

„სპუტნიკ V“ 4 მარტიდან გადის ЕМА-ს ეტაპობრივ ექსპერტიზას, რომელიც ევროპის ბაზარზე ვაქცინების გამოყენებაზე ნებართვებს გასცემს. სააგენტოში განაცხადეს, რომ რუსული პრეპარატის შეფასება დაჩქარებულ ვადებში მოხდებოდა. მედიის ინფორმაციით, თუ რაიმე გართულება არ მოხდა, „სპუტნიკ V“-ს შესახებ პასუხს ЕМА მაისში გამოაქვეყნებს.

„სპუტნიკ V“ უკვე მსოფლიოს 59 ქვეყანაშია დარეგისტრირებული, რომელთა მოსახლეობის ჯამური რაოდენობა 1,5 მლრდ კაცს შეადგენს. პრეპარატის ეფექტურობა 91,6%-ს შეადგენს. ვაქცინა ადამიანის კარგად შესწავლილ ადენოვირუსულ პლატფორმაზეა შექმნილი. ის ორ სხვადასხვა ვექტორს იყენებს ორი აცრისთვის და იმაზე ხანგრძლივ იმუნიტეტს უზრუნველყოფს, ვიდრე სხვა პრეპარატები, რომლებიც იმავე მექანიზმს იყენებენ ვაქცინაციისას.

თემები:
რუსეთი დღეს (813)

მთავარი თემები