05:04 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (813)
39 0 0

დამოუკიდებელმა მაღალმა შეფასებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა უკვე გამოქვეყნებული მონაცემების საიმედოობა და ვაქცინა „სპუტნიკV"-ს ეფექტიანობა, ამბობს ექსპერტი.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ამერიკელი მეცნიერების დასკვნა ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს შედარებით დაბალი ეფექტურობის შესახებ კორონავირუსის „სამხრეთაფრიკული“ შტამის წინააღმდეგ – არის სუსტი და მიკერძოებული, განუცხადა РИА Новости-ს გამალეის ცენტრთან დაახლოებულმა წყარომ.

მისი თქმით, რუსული პრეპარატი აღნიშნული შტამისგან უკეთ იცავს, ვიდრე Pfizer-ის ვაქცინა.

მანამდე ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფმა საიტ MedRxiv-ზე გამოაქვეყნა კვლევის პრეპრინტი, რომლის თანახმადაც „სპუტნიკ V“ უფრო ცუდად მოქმედებს „სამხრეთ აფრიკული“ შტამის წინააღმდეგ, ვიდრე COVID-19-ის სხვა ვარიანტების შემთხვევაში.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კვლევას ჯერ არ გაუვლია რეცენზირების პროცესი. გარდა ამისა, სტატიის სამიდან ერთ–ერთ ავტორს აშკარად აქვს ინტერესთა კონფლიქტი, ვინაიდან ის Pfizer/BioNtech-ის საკონსულტაციო საბჭოს წევრია კორონავირუსის ვარიანტების მიმართულებით“, — აცხადებს წყარო.

მისი თქმით, „სპუტნიკ V“ ყველაზე მაღალეფექტურია ვირუსის განეიტრალების კუთხით სხვადასხვა შტამების მიმართ, კერძოდ, რუსული პრეპარატის მდგრადობა ყველაზე მეტად პრობლემატური „სამხრეთ აფრიკული“ შტამის მიმართ ხელშესახებად მაღალია, ვიდრე Pfizer-ისა.

წყარომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ ამ დროისათვის ევროპაში ყველაზე მეტად გავრცელებული „ბრიტანული“ შტამის მიმართ კვლევის ავტორმა მეცნიერებმა საერთოდაც ვერ აღმოაჩინეს გამანეიტრალებელი აქტიურობის მნიშვნელოვანი შესუსტება.

„და მხოლოდ დამატებით ტესტში (რა დროსაც SARS-Cov-2-ის ცოცხალი ვირუსის ნაცვლად ვეზიკულარული სტომატიტის სუროგატული ვირუსი გამოიყენეს), პრეპრინტის ავტორებმა შეძლეს დაენახათ სხვაობა, რომელიც „სამხრეთ აფრიკული“ შტამის მიმართ „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობის სასარგებლოდ არ მეტყველებს“, — განმარტა წყარომ.

მან სუსტი უწოდა სტატიაში მოყვანილ დასკვნებს, ვინაიდან არსებითი დათქმების გარეშე სუროგატული ტესტის მონაცემების, მით უმეტეს, დამატებითი მაჩვენებელების შედეგების გადატანა თავად ვირუს SARS-CoV-2-ზე, არ შეიძლება. ამასთან მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ სტატიაში ავტორებს არ მოუყვანიათ Pfizer-ის ვაქცინის მონაცემები ამავე ტესტზე.

„შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ეს შემთხვევით მოხდა, როცა მონაცემები ესოდენ პედანტურადაა გაფორმებული. ბოლოს მადლობა მინდა გადავუხადო სტატიის ავტორებს. მათმა დამოუკიდებელმა მაღალმა შეფასებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობის შესახებ უკვე გამოქვეყნებული მონაცემები“, — აღნიშნა სააგენტოს წყარომ.

მან ასევე განმარტა, რომ გამალეის ცენტრის ანგარიში მიმდინარე წლის მაისში გამოქვეყნდება რეცენზირებულ სამეცნიერო ჟურნალში. ის იმაზე მეტი ადამიანის მონაცემებს დაეყრდნობა, ვიდრე ამერიკელი მეცნიერები დაეყრდნენ (12 კაცი). ნაშრომი რუსული ვაქცინის უფრო მეტ ეფექტურობას წარმოაჩენს კორონავირუსის ახალი შტამების მიმართ, „სამხრეთ აფრიკულის“ ჩათვლით, ვიდრე სხვა ვაქცინებს, მათ შორის, Pfizer-ს აქვს.

„სპუტნიკ V“ უკვე მსოფლიოს 59 ქვეყანაშია დარეგისტრირებული, რომელთა მოსახლეობის ჯამური რაოდენობა 1,5 მლრდ კაცს შეადგენს. პრეპარატის ეფექტურობა 91,6%-ს შეადგენს. ვაქცინა ადამიანის კარგად შესწავლილ ადენოვირუსულ პლატფორმაზეა შექმნილი. ის ორ სხვადასხვა ვექტორს იყენებს ორი აცრისთვის და იმაზე ხანგრძლივ იმუნიტეტს უზრუნველყოფს, ვიდრე სხვა პრეპარატები, რომლებიც იმავე მექანიზმს იყენებენ ვაქცინაციისას.

თემები:
რუსეთი დღეს (813)

მთავარი თემები