პოზნერი: რა თქმა უნდა, კიდევ ჩავალ საქართველოში

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პოზნერი
ვლადიმირ პოზნერი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
მომხდარს გავლენა არ მოუხდენია მის დამოკიდებულებაზე ქართველების მიმართ და ის თბილისში ჩამოსვლას კვლავაც აპირებს, განაცხადა ჟურნალისტმა

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გათვალისწინებით, ადგილობრივმა ოპოზიციამ ჩემი ჩასვლა თბილისში პროვოკაციისთვის გამოიყენა, დაწერა რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმირ პოზნერმა თავის ვებგვერდზე.

ცნობილი რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი თბილისში 31 მარტს ჩამოვიდა, ის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდა – 1 აპრილს მას 87 წელი შეუსრულდა. მასთან ერთად თბილისს მისი 50-მდე მეგობარი და კოლეგა ეწვია. იგი საქართველოს დატოვებას 3 აპრილს გეგმავდა, მაგრამ ოპოზიციონერი აქტივისტების საპროტესტო აქციების გამო ქვეყნის დატოვება დაგეგმილზე ადრე მოუხდა. დემონსტრანტებმა კვერცხები დაუშინეს იმ სასტუმროს შენობას, რომელშიც რუსი ტელეწამყვანი და მისი სტუმრები გაჩერდნენ - მათ პოზნერის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით ადრე გაკეთებული განცხადებები გააპროტესტეს. მიუხედავად იმისა, რომ პოზნერისთვის ეს თავისი დაბადების დღის თბილისში აღნიშვნის უკვე მესამე შემთხვევაა, ასეთი „თბილი დახვედრა“ მას პირველად მოუწყვეს.

მუსიკალური პროდიუსერი ვიქტორ დრობიში - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
„ამისთვის მზად არ ვიყავით“ – პროდიუსერი პოზნერთან დაკავშირებულ ინციდენტს იხსენებს

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, მას კვლავ სთხოვენ კომენტარის გაკეთებას საქართველოში ერთი კვირის წინ მომხდარ მოვლენებზე, ამიტომ მან გადაწყვიტა „ეს გააკეთოს ახლა, ყველასათვის, და გააკეთოს მოკლედ და გასაგებად“.

„როგორც ვხვდები, საქართველოში მიმდინარეობს მწვავე პოლიტიკური ბრძოლა და ოპოზიციამ გამოიყენა ჩემი ჩასვლა, რათა მოეწყო - არ ვიცი ამას რა ვუწოდო - ალქაჯების შეკრების მსგავსი. გაიხსენეს ჩემი სამი წლის წინანდელი გამონათქვამი აფხაზეთის შესახებ, რათა ხმა მოეწვდინათ ჩვენთვის ავტობუსზე კვერცხების დაშენით - როგორც ჩანს, ქათმის კვერცხები მათ საკმარისად აქვთ; ებრახუნებინათ ჩვენი რესტორნის კედლებზე, ჩვენი სასტუმროს აივნების ქვეშ ეყვირათ, დაესტვინათ და ა.შ.“, - წერს პოზნერი.

ამასთან რუსი ჟურნალისტი წერს, რომ მომხდარს გავლენა არ მოუხდენია მის დამოკიდებულებაზე ქართველების მიმართ და ის თბილისში ჩამოსვლას კვლავაც აპირებს.

ვლადიმირ პოზნერი - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
„დიდი პატივია“: პოზნერმა თბილისში მომხდართან დაკავშირებით სიჩუმე დაარღვია

„გასაგებად მინდა ვთქვა, რომ არავითარი წყენა საქართველოზე და ქართველებზე არ მაქვს, თანაც მე საპატიო კახელიც ვარ და მე, რა თქმა უნდა, კიდევ ჩავალ საქართველოში - ამას წყალი არ გაუვა“, - განაცხადა ჟურნალისტმა.

ტელეწამყვანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი აქტივისტები, რომლებმაც მისი საქართველოში ჩასვლა გააპროტესტეს, „ყურადღებას არ იმსახურებენ“.

„რაც შეეხება კვერცხის სროლის მოყვარულთ, განსაკუთრებით, თუკი ამისთვის ფულს გიხდიან, ასეთი ადამიანები ყველა ქვეყანაში არსებობენ და როგორც უკვე ვწერდი, ისინი მართლაც ყურადღებას არ იმსახურებენ“, - დაწერა პოზნერმა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0