კარასინი: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში პოზიტიური სიახლეები უნდა ჭარბობდეს

© photo: AFP 2020 / FABRICE COFFRINIგრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
გამოწერა
სენატორის თქმით, მოსკოვი ღიაა თბილისთან სასაუბროდ და რუსული მხარე მუშაობს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოსთან მოლაპარაკებებში გრიგორი კარასინმა Sputnik–თან ინტერვიუში კომენტარი გააკეთა თბილისში ვლადიმირ პოზნერის სტუმრობასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ და ასევე ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებზეც ისაუბრა.

დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
ინციდენტი პოზნერთან დაკავშირებით – კრემლის რეაქცია

ცნობილი რუსი ჟურნალისტი თბილისში 31 მარტს ჩამოფრინდა თავისი 87-ე დაბადების დღის გადასახდელად, მაგრამ მალევე იძულებული გახდა, სასწრაფო წესით დაეტოვებინა საქართველო ოპოზიციონერი აქტივისტების პროტესტის გამო — დემონსტრანტებმა მიუღებლად მიიჩნიეს პოზნერის მიერ მანამდე გაკეთებული კომენტარები აფხაზეთის შესახებ.

„ის მოვლენები, რომლებიც საქართველოში ჩვენი წამყვანი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერისა და მისი მეგობრების თბილისში ვიზიტს მოჰყვა, გვაჩვენებს, რომ საქართველოში ხისტი პოლიტიკური დაპირისპირებები გრძელდება ორ ძალას შორის. ეს, ერთი მხრივ, ნორმალური სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის მხარდამჭერები არიან — აჟამინდელი ხელისუფლებისა და ამ მეგობრულ, ჩვენთვის ახლობელ ქვეყანაში მცხოვრები უმრავლესობის სახით, მეორე მხრივ, სხვა ნაწილი, რომელიც ძირითადად მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება და რომელიც რადიკალების მხარდაჭერით ცდილობს მოაწყოს სკანდალი ყველაფრის გარშემო, რაც რუსეთს უკავშირდება“, — განაცხადა კარასინმა.

სენატორმა გაიხსენა 2019 წლის ივნისის მოვლენებიც, რიდესაც საქართველოში მართლმადიდებლობის ასამბლეაზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წარმომადგენელი სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა, რასაც ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. მაშინ რუსეთმა ამ აქციების ფონზე საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ვლადიმირ პოზნერი - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
„სტუმართმოყვარეობა მთელი თავისი ხიბლით“ - პოზნერის სტუმრობამ სოცქსელი ააფეთქა

„მოსაზრებათა ბრძოლა საქართველოში გაგრძელდება. მაგრამ რუსეთი მზადაა დიალოგისთვის. ჩვენ გვაქვს არაოფიციალური კონტაქტები, ასე ვთქვათ, არაფორმალური, რაც საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად გვეხმარება ისეთი საკითხების გადაჭრაში, როგორებიცაა ტრანსპორტი, ზოგი ჰუმანიტარული პრობლემა, ადამიანური კონტაქტები. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრენდი ჭარბობდეს, რათა ჩვენ დღითი დღე სულ უფრო და უფრო მეტი პოზიტიური სიახლე მივიღოთ საქართველოსა და რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებში. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ასევე მუშაობენ ქართული მხრიდან. ჩვენ გახსნილები ვართ იმდენად, რამდენადაც მეორე მხარეა მზად ურთიერთობების გასავითარებლად პრაქტიკულ სფეროებში, იქნება ეს ავიამიმოსვლა თუ სახმელეთო ტრანსპორტი, ეკონომიკა, კულტურა და ა.შ. არ არსებობს ისეთი ციხე-სიმაგრე, რომელსაც ერთიანი ძალით ვერ ავიღებდით პოზიტიური გაგებით — კულტურის, მეცნიერებისა და განვითარების ციხე-სიმაგრეებს. ჩვენ ყველაფერი წინ გვაქვს, უბრალოდ ამას ჭკუა და ძალა უნდა დავატანოთ და ყველაფერი გამოგვივა“, — აღნიშნა კარასინმა.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ გაწყდა, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა ცნო. მხარეებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია მოლაპარაკებათა ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და აბაშიძე–კარასინის ფორმატში, რაც 2012 წლიდან იმართება პრაღაში. მოლაპარაკებებში რუსეთს გრიგორი კარასინი წარმოადგენს, ხოლო საქართველოს ზურაბ აბაშიძე — პრემიერის სპეცწარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკთხებში.

ყველა ახალი ამბავი
0