10:52 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
30 0 0

ჩამოსულები ამ სიტუაციის გამო „ძალიან გაკვირვებული იყვნენ, შემდეგ კი განაწყენდნენ“, განაცხადა რუსმა პროდიუსერმა.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. მუსიკალური პროდიუსერი ვიქტორ დრობიში RT-თან საუბარში გამოეხმაურა საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციებს, რომლებიც თბილისში რუსი ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის ჩამოსვლას მოჰყვა.

ვლადიმირ პოზნერი თბილისში 31 მარტს ჩამოვიდა, ის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდა – 1 აპრილს მას 87 წელი შეუსრულდა. მასთან ერთად თბილისს მისი 50-მდე მეგობარი და კოლეგა ეწვია. იგი საქართველოს დატოვებას 3 აპრილს გეგმავდა, მაგრამ ქვეყნის დატოვება დაგეგმილზე ადრე მოუხდა.

„რა თქმა უნდა, ვერავითარ შემთხვევაში ამისთვის მზად ვერ ვიქნებოდით, რადგან დაბადების დღის აღსანიშნავად ქვეყნის არჩევისას ვხელმძღვანელობდით იმით, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ბევრი მეგობარი გვყავს, ეს არის ქვეყანა, რომელიც ყველას უყვარს, ეს მეგობრული ქვეყანაა და ამიტომ არავინ არ იყო მზად ასეთი აგრესიული დამოკიდებულებისთვის“, – განაცხადა დრობიშმა.

მისი თქმით, ჩამოსულები ამ სიტუაციის გამო „ძალიან გაკვირვებულები იყვნენ, შემდეგ კი განაწყენდნენ“.

„ეს ყველაფერი პოლიტიკური ისტორიაა, ის არ ეხება არც ხალხთა შორის მეგობრობას, არ ქვეყნის ხარისხს. მე მგონია, რომ ეს არის პოლიტიკა, რომელიც ზოგჯერ ცხოვრებას არ გვაცლის“, – აღნიშნა დასასრულ დრობიშმა.

ოპოზიციის წევრებმა და აქტივისტებმა პოზნერის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით ადრე გაკეთებული განცხადებები გააპროტესტეს. მიუხედავად იმისა, რომ პოზნერისთვის ეს თავისი დაბადების დღის თბილისში აღნიშვნის უკვე მესამე შემთხვევაა, ასეთი „თბილი დახვედრა“ მას პირველად მოუწყვეს.

მთავარი თემები