ჩინეთი რუსული კოვიდ-ვაქცინის წარმოებას იწყებს: შეთანხმება მიღწეულია

© photo: Sputnik / Chedli Ben Ibrahim / გადასვლა მედიაბანკშივაქცინა „სპუტნიკ V“
ვაქცინა „სპუტნიკ V“ - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
გამოწერა
ჩინეთის წამყვან ბიოტექნოლოგიურ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი კორონავირუსზე 30 მლნ ადამიანის აცრას გახდის შესაძლებელს.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ჩინეთში რუსული კოვიდ-ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს 60 მილიონზე მეტი დოზა დამზადდება, იუწყება სააგენტო РИА Новости რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდზე დაყრდნობით.

მექსიკაში ყალბი „სპუტნიკ V-ს“ პარტია დააკავეს - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
მექსიკაში ყალბი „სპუტნიკ V-ს“ პარტია დააკავეს

რუსული ვაქცინის წარმოების დაწყება ჩინეთში მაისში იგეგმება.

„რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი და ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ბიოტექნოლოგიური კომპანია Shenzhen Yuanxing Gene-tech Co მსოფლიოში პირველ რეგისტრირებულ ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს წარმოებაზე შეთანხმდნენ“, – განაცხადეს ფონდში.

წარმოებული მოცულობა 30 მილიონი ადამიანის ვაქცინირებას გახდის შესაძლებელს.

ამ დროისათვის ვაქცინა „სპუტნიკ V“ მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია რეგისტრირებული. ხოლო Shenzhen Yuanxing Gene-tech-თან პარტნიორობა, ფონდის დირექტორის კირილ დმიტრიევის თქმით, რუსული პრეპარატის დამატებითი მოცულობების გამოშვებას გახდის შესაძლებელს, რომელზე მოთხოვნაც მთელ მსოფლიოში იზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0