ლავროვი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

© photo: Press service of the Ministry of Foreign Affairs of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
გამოწერა
სამი ქვეყნის დიპლომატების საუბრის მთავარი თემა, ბუნებრივია, მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებული ვითარება იქნება.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თავის სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან – არა აივაზიანთან და ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრებს გამართავს, განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების პრეს-მდივანმა მარია ზახაროვამ.

შეხვედრა 2 აპრილს დსთ-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს შეკრების ფარგლებში ჩატარდება.

„დსთ-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სივრცეში, სხვა შესაძლო შეხვედრებთან ერთად, იგეგმება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან“, – განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე ხუთშაბათს.

ბოლოს ლავროვი და აივაზიანი მინსკში 18 თებერვალს შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ განიხილეს კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარება სხვადასხვა კუთხით.

ყველა ახალი ამბავი
0