11:51 30 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7043
  • 100 RUB4.2641
  • USD3.1197
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (937)
70 0 0

ლავროვს მიაჩნია, რომ ზოგმა დასავლელმა პარტნიორმა ყურად არ იღო გაეროს გენერალური მდივნისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოწოდებები

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. დასავლეთის ქვეყნები კვლავაც ვერ ამჩნევენ სანქციების დამღუპველ გავლენას ადამიანის უფლებების განხორციელებაზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„სამწუხაროდ, მიუხედავად პანდემიისა და ძალისხმევების კონსოლიდაციის აშკარა აუცილებლობისა, ზოგი დასავლელეი კოლეგა კვლავაც არ აპირებს, შეცვალოს თავისი ეგოისტური ხაზი — უარი თქვას ძალისმიერ მიდგომებზე, არალეგიტიმურ მეთოდებსა და ზეწოლაზე“, — განაცხადა ლავროვმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 46–ე სესიაზე.

მისი თქმით, დასავლელმა პარტნიორებმა ყურად არ იღეს გაეროს გენერალური მდივნისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოწოდებები, შეეჩერებინათ ცალმხრივი სანქციები იმ ნაწილში, რომელიც სურსათის, მედიკამენტების, სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდებას ითვალისწინებდა ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში, და ასევე მოეხსნათ შეზღუდვები შესაბამის ფინანსურ ტრანზაქციებზე.

„დასავლეთში კვლავაც ჯიუტად ვერ ამჩნევენ არაკანონიერი რესტრიქციების დამღუპველ გავლენას ადამიანსი უფლებების განხორციელებაზე. ამაში ვხედავთ არა მარტო  ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზაციას, არამედ იმისკენ სწრაფვასაც, რომ პანდემია ეგრეთ წოდებული უხერხული მთავრობების დასასჯელად გამოიყენონ“, — აღნიშნა რუსმა მინისტრმა.


თემები:
რუსეთი დღეს (937)

მთავარი თემები