11:29 02 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0101
  • 100 RUB4.4917
  • USD3.3268
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (764)
47 0 0

რიაბკოვის თქმით, მიუხედავად ამერიკული სანქციების სიმრავლისა, რუსეთის კურსი აშშ-სთვის სასურველი მიმართულებით არ იცვლება.

თბილისი. 17 თებერვალი — Sputnik. გაზსადენის პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის რეალიზებას ამერიკული სანქციები ხელს ვერ შეუშლის, ის მაინც განხორციელდება, აღნიშნა РИА Новости-სთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.

მანამდე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიცია რუსული გაზსადენის მიმართ არ შეცვლილა, და რომ ეს „ცუდი გარიგებაა“. პსაკის თქმით, აშშ კვლავაც ყურადღებით აკვირდება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობასთან და ასევე გაზსადენის სერტიფიკაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ მოქმედებებს და პროექტის საწინააღმდეგო სანქციების გაფართოების საკითხს განიხილავს.

„დარწმუნებული ვარ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ დასრულდება და ამაში ვერანაირი ამერიკული სანქციები ხელს ვერ შეგვიშლის“, — განაცხადა რიაბკოვმა.

მისი თქმით, მოსკოვს უკვე „ანგარიში აერია“, რამდენი სანქცია დაუწესა შეერთებულმა შტატებმა რუსეთს.

„სანქციების ტალღების რაოდენობა 100-ს უახლოვდება. მაგრამ ჩვენი კურსი აშშ-სთვის სასურველი მიმართულებით არ იცვლება. სამწუხაროდ, აშშ ოდნავადაც არ არის მზად, ასე ვთქვათ, რამენაირი მოლაპარაკების ალტერნატიული გზების შესასწავლად. დიდი ალბათობით, მომავალშიც ასე გაგრძელდება“, — აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის გავლით. საერთო სიმძლავრე — წელიწადში 55 მლრ კუბომეტრი ბუნებრივი აირი. პროექტს აქტიურად ეწინააღმდეგებიან აშშ, უკრაინა და ასევე ევროპის მთელი რიგი ქვეყნები. შეერთებულმა შტატებმა გაზსადენის წინააღმდეგ სანქციები დააწესა 2019 წელს, რის შედეგადაც შვეიცარიული კომპანია Allseas იძულებული გახდა, შეეჩერებინა მილების გაყვანის პროცესი.

თემები:
რუსეთი დღეს (764)

მთავარი თემები