ლავროვი: რუსეთი მზადაა ევროკავშირთან ნორმალური ურთიერთობებისთვის

© photo: Ministry of Foreign Affairs of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში ამ დროისათვის ბოლო წლების ყველაზე სერიოზული კრიზისია.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. მოსკოვი მზადაა დაუბრუნდეს ევროკავშირთან ნორმალურ ურთიერთობებს, მიუხედავად ამჟამინდელი კრიზისისა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

მოსკოვი. წითელი მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
რუსეთი ევროკავშირთან თანამშრომლობის პირობებს ასახელებს

მისი თქმით, არჩევანი ბრიუსელზეა, თუმცა მოვლენების ნებისმიერი მიმართულებით განვითარება გამორიცხული არ არის.

„ჩვენ ვალდებული ვართ, მზად ვიყოთ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის. არჩევანი ევროკავშირზეა. თუ ის გადაწყვეტს, რომ ურთიერთობების აღდგენა საჭიროა, ამისთვის ჩვენც მზად ვიქნებით“, — განაცხადა ლავროვმა.

მინისტრის თქმით, ბოლო წლებში ყველაზე სერიოზული კრიზისის გამო ამჟამად რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებიდან თითქმის აღარაფერი დარჩა. მიუხედავად ამისა, მოსკოვი დიალოგისთვის მზადაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0