03:41 12 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1656
  • 100 RUB4.6357
  • USD3.4271
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (850)
51 0 0

ვაქცინის პოსტრეგისტრაციული კვლევის ფარგლებში პრეპარატის ორივე დოზა უკვე გაუკეთდა 31 ათასზე მეტ მოხალისეს.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს ეპიდემიოლოგიური ეფექტურობა 91%-ზე მეტს შეადგენს, რაც პოსტრეგისტრაციული კვლევების შუალედური ანალიზის მონაცემებით დასტურდება, განაცხადა გამალეის პათოგენური მიკროორგანიზმების გენური ინჟინერიის ლაბორატორიის უფროსმა მეცნიერ-მუშაკმა დარია ეგოროვამ.

„ამ დროისათვის ჩვენ უკვე გვაქვს მიმდინარე მესამე ფაზის შუალედური ანალიზის მონაცემები ვაქცინის ეპიდემიოლოგიური ეფექტურობის შესახებ. იმედი მაქვს, ეს მონაცემები გამოქვეყნების შემდეგ ხელმისაწვდომი იქნება ფართო სამეცნიერო საზოგადოებისთვის მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში. მოკლედ შემიძლია დავაანონსო, რომ ვაქცინის ეპიდემიოლოგიური ეფექტურობა 91%-ზე მეტს შეადგენს პაციენტების სქესისა და ასაკის მიუხედავად“, — აღნიშნა სწავლულმა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ვაქცინა რუსეთმა 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. პრეპარატ „სპუტნიკ V"-ს უპირატესობად სპეციალისტები მის უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობას ასახელებენ. „სპუტნიკ V"-ს ეფექტურობა 90%-ს აღემატება, დაავადების მძიმე შემთხვევებში ვაქცინა სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

გამალეის ცენტრის დირექტორის მოადგილემ დენის ლოგუნოვმა 20 იანვარს განაცხადა, რომ ვაქცინის პოსტრეგისტრაციული კვლევები ისევ გრძელდება და 31,5 ათასმა მოხალისემ უკვე მიიღო ვაქცინის ორივე კომპონენტი.

 

თემები:
რუსეთი დღეს (850)

მთავარი თემები