08:50 25 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0355
  • 100 RUB4.5065
  • USD3.3198
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
28 0 0

ამ დროისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულმა ვაქცინა „სპუტნიკV"-მ რეგისტრაცია 14 ქვეყანაში გაიარა

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინა „სპუტნიკV"-ს უახლოეს პერიოდში ოცზე მეტ ქვეყანაში დაარეგისტრირებენ, მიაჩნია პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდის დირექტორ კირილ დმიტრიევს, იუწყება РИА Новости.

ფონდის დირექტორმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია თითოეულ ქვეყანასთან ინდივიდუალურად მუშაობდა და ვაქცინის წარმოების კუთხით ბევრი პარტნიორობა შეიქმნა.  

„ამჟამად ვაქცინა „სპუტნიკV" 14 ქვეყანაშია რეგისტრირებული, უახლოეს ორ კვირაში რეგისტრაციას 25-ზე მეტ ქვეყანაში ველით“, - განაცხადა დმიტრიევმა დავოსის მასოფლიო ეკონომიკური ფორუმის სესიაზე, რომელიც ონლაინ-ფორმატში იმართება.

ვაქცინა „სპუტნიკ V" ეფუძნება ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების კარგად შესწავლილ და შემოწმებულ პლატფორმას და დამტკიცებულია რუსეთში, ბელარუსში, არგენტინაში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, უნგრეთში, სერბეთში, ბოლივიაში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაიში და თურქმენეთში. დაწყებულია ვაქცინის ევროკავშირში რეგისტრაციის ინიცირების პროცესი.

მთავარი თემები