ტრაგედია ტიხოვის სახელობის შახტში: დაღუპულია სამი ადამიანი

© Pixabay / hangelaშახტა
შახტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 217-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. რეგიონის ხელისუფლება დაღუპულთა ოჯახებს მატერიალურ დახმარებას ჰპირდება.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. კემეროვოს ოლქის ლენინსკ–კუზნეცკის რაიონში მდებარე ტიხოვის სახელობის შახტში სამთო მასის ჩამოშლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, იუწყება РИА Новости რეგიონის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით.

შემთხვევის დროს ტერიტორიაზე 44 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან მხოლოდ 41-ის ამოყვანა მოხერხდა.

„ამ დროისათვის ორი მაღაროელის ცხედარია ნაპოვნი, კიდევ ერთი მაღაროელის ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე“, – განაცხადეს უწყების პრეს-სამსახურში.

მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა მესამე მაღაროელის ცხედარიც იპოვეს.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.

შახტში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ამ დროისთვის მუშაობა შეჩერებულია.

ყველა ახალი ამბავი
0