რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებში Sputnik-ის წინააღმდეგ ქმედებებს აფასებს

© Sputnik / STRINGERრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბალტიისპირეთის ხელისუფლებების ქმედება რუსულენოვანი ჟურნალისტების მიმართ დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლების გათელვად შეაფასა.

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. ბალტიის ქვეყნების აგრესიული მოქმედებები იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც Sputnik-თან და Baltnews-თან თანამშრომლობენ, არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის შეზღუდვა, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„შფოთვას იწვევს ჟურნალისტების უფლებების დარღვევის მრავალრიცხოვანი შემთხვევა ბალტიისპირეთის ქვეყნებში“, – ნათქვამია უწყების ფეისბუქ-გვერდზე.

კერძოდ, 2019 წელს ლიტვაში დეპუტატებმა საიტ „Sputnik–ლიტვაზე“ წვდომის დაბლოკვა მოითხოვეს, ხოლო საინფორმაციო სააგენტოს მთავარი რედაქტორი მარატ კასემი დააკავეს და ქვეყნიდან ხუთი წლით გააძევეს. 2020 წლის 1 იანვრიდან სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხეში აღმოჩნდნენ და მუშაობა შეწყვიტეს „Sputnik–ესტონეთის“ თანამშრომლებმა. ლატვიაში დაბლოკილია ჯგუფ RT-ს შვიდი არხის რეტრანსლაცია, დახურულია „პირველი ბალტიური არხი“. 2020 წლის 3 დეკემბერს ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „Sputnik–ლატვიისა“ და Baltnews-ის შვიდი თანამშრომელი დააკავა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
რუსეთმა ლატვიაში Baltnews-ისა და Sputnik-ის თანამშრომლების დაკავება დაგმო

„ამ აგრესიულ ქმედებებს ვაფასებთ როგორც დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლების – მედიასაშუალებების თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის გათელვის შემზარავ მაგალითს“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

როგორც მანამდე გახდა ცნობილი, რუსულენოვან ლატვიელ ჟურნალისტებს, მათ შორის Baltnews-ისა და „Sputnik–ლატვიას“ თანამშრომლებს, ბრალი წაუყენეს ევროკავშირის სანქციების რეჟიმის დარღვევის მუხლით. მათთან ჩატარდა ჩხრეკები და ჩამოერთვათ ხელწერილები ქვეყნიდან გაუსვლელობის შესახებ. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სასჯელს ფულადი ჯარიმიდან პატიმრობამდე. „Sputnik–ლატვია“ და Baltnews მედიაჯგუფ Россия сегодня-სთან არიან კავშირში, თუმცა ის ჟურნალისტები, რომლებიც ამ მედიასაშუალებებისთვის წერენ, არიან არა მისი თანამშრომლები, არამედ შტატგარეშე ავტორები.

რუსეთის საგარეო სამინისტრომ ლატვიის ხელისუფლების მოქმედებებს რუსულენოვანი ჟურნალისტების მიმართ სადამსჯელო აქცია უწოდა. უწყებაში აღნიშნეს, რომ სანქციებს პერსონალური ხასიათი აქვს და კონკრეტულად Россия сегодня-ს გენერალურ დირექტორ დმიტრი კისელიოვს ეხება და არ შეიძლება ვრცელდებოდეს ყველაზე, ვინც მედიჰოლდინგთან თანამშრომლობს. Россия сегодня-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი იმედოვნებს, რომ რუსეთი უპასუხებს რუსულენოვანი ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს.

ყველა ახალი ამბავი
0