კოზაკმა „ნორმანდიული ფორმატის“ მეთაურთა მრჩევლების შეხვედრის შედეგები შეაჯამა

© photo: Sputnik / Alexey Druzhyninდმიტრი კოზაკი
დმიტრი კოზაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბერლინში შეხვედრაზე მხარეებმა საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში ყოვლისმომცველი რეგულირების საკითხებზე საგზაო რუკის რეალიზების მიმართულებების „ახალი პრინციპები და მიდგომები“ მოამზადეს.

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ დმიტრი კოზაკმა სამშაბათს ბერლინში გამართულ „ნორმანდიული ფორმატის“ ლიდერთა პოლიტმრჩევლების შეხვედრას სასარგებლო უწოდა, თუმცა, მისი აზრით, მისი შედეგები სატრაბახო არაა.

„სამწუხაროდ, სატრაბახო არაფერია. შემიძლია ვთქვა, თუ რითი განსხვავდებოდა ეს შეხვედრა. ეს იყო მინსკის შეთანხმებების რეალიზაციის ყველა საკითხზე მოსაზრებების საკმაოდ ღია გაცვლა, პარიზის სამიტის შედეგების რეალიზაცია, პირველ რიგში, პოლიტიკური შემადგენლის საკითხებზე. საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ვერ მოხერხდა“, – განუცხადა კოზაკმა ჟურნალისტებს, იუწყება РИА Новости.

მისი თქმით, მხარეებმა საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში ყოვლისმომცველი რეგულირების საკითხებზე საგზაო რუკის რეალიზების მიმართულებების „ახალი პრინციპები და მიდგომები“ მოამზადეს.

დონბასში მხარეებმა ტყვეები გაცვალეს>>

დადებით მომენტებს შორის რუსული მხარის წარმომადგენელმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შედარებით უკეთესი დაცვა დაასახელა.

„საომარი მოქმედებების დაწყება – ეს თვითმკვლელობა იქნებოდა. ზაფხულიდან (დონბასში) მეტ-ნაკლებად იცავენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს“, – განაცხადა კოზაკმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად „არ იგრძნობა“, რომ უკრაინის მხრიდან საომარი მოქმედებები შეიძლება განახლდეს.

დმიტრი კოზაკმა ასევე დასძინა, რომ შემდგარი კონსულტაციების ფარგლებში „ნორმანდიული ფორმატის“ ქვეყნების ლიდერთა პოლიტიკური მრჩევლები და „ფორმატის“ საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები ორი კვირის შემდეგ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

აშშ-ში ხელისუფლების შეცვლის შესახებ კომენტარისას კოზაკმა აღნიშნა, რომ პროცესის მოგვარებაზე ამ მოვლენის გავლენის პროგნოზირება ჯერჯერობით რთულია, მაგრამ „რაღაც უნდა შეიცვალოს“.

„ალბათ რაღაც უნდა შეიცვალოს. მაგრამ აქ პროგნოზირება... აშშ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოა, დამოუკიდებლად ახორციელებს საგარეო პოლიტიკას“, – დასძინა მან.

კოზაკმა ასევე აღნიშნა, რომ არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის რანგში ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაში აქტიურად „კურირებდა“ უკრაინის მიმართულებას.

საპროტესტო აქცია მიუნხენში ომის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
ხუთი წელი მინსკის შეთანხმებიდან: კიევს ჩიხიდან გამოსავალი არ აქვს

ბოლო სამი წლის მანძილზე „ნორმანდიული ოთხეულის“ ქვეყნების – რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების პირველი სამიტი პარიზში 2019 წლის 9 დეკემბერს შედგა. შეხვედრის შედეგების მიხედვით ლიდერებმა მიიღეს კომუნიკე, რომელშიც ხაზი გაესვა მინსკის ხელშეკრულებისადმი ერთგულებას. ისინი ბერლინში ოთხი თვის შემდეგ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რათა გაგრძელებულიყო მუშაობა დონბასში ვითარების მოგვარების საკითხებზე.

მინსკის შეთანხმება ითვალისწინებს 2020 წლის მარტის ბოლოს დონბასში შეხების ხაზზე სამ ახალ წერტილში ძალების დაშორიშორებას. ამასთან, „ნორმანდიული ოთხეულის" ლიდერებმა მოუწოდეს წლის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველყოფისკენ.

„ნორმანდიული ფორმატის“ პოლიტმრჩეველთა ბოლო შეხვედრა ბერლინში 2020 წლის 11 სექტემბერს გაიმართა. კოზაკმა, რომელიც ასევე იღებდა მონაწილეობას შეხვედრაში რუსეთის მხრიდან, მაშინაც ასევე განაცხადა, რომ მხარეებმა ვითარების მოგვარების თაობაზე მოსაზრებები გაცვალეს, მაგრამ შედეგების მხრივ სიახლე არ არის. „ნორმანდიული ფორმატის“ სამიტის ჩატარების საკითხი არ განხილულა.

კონფლიქტის მოგვარების საკითხი, მათ შორის, განიხილება საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრებზე მინსკში, რომელმაც დეესკალაციაზე სამი დოკუმენტი მიიღო, მაგრამ ლოკალური სროლები კვლავ გრძელდება.

სამშაბათ საღამოს რადიო Sputnik-მა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთს დონბასის საკითხზე „ოქროს ხიდი“ შესთავაზეს.

ყველა ახალი ამბავი
0