ნორილსკში ზვავი ჩამოწვა: არის მსხვერპლი, მათ შორის – ბავშვები

გამოწერა
ზვავმა ერთ–ერთი სახლი 200 მეტრზე გადააჩოჩა. სამძებრო სამუშაოები ყინვისა (მინუს 23 გრადუსი) და ქარბუქის გამო გართულდა

თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. მაშველებმა ნორილსკთან ზვავქვეშ მოყოლილი ბავშვისა და 45 წლის მამაკაცის ცხედრები იპოვეს. სულ გარდაცვლილია სამი ადამიანი, იუწყება РИА Новости.

ზვავი ნორილსკში, სათხილამურო კომპლექსის რაიონში გუშინ მოსკოვის დროით დაახლოებით 20:30 საათზე ჩამოწვა. თოვლმა რამდენიმე შენობა დაფარა. ადგილზე რუსეთის სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

უფრო ადრე რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამმართველოში განაცხადეს, რომ ჰოსპიტალიზებულია მძიმედ დაშავებული მოზარდი. შემდეგ იპოვეს 38 წლის ქალის ცხედარი, მოგვიანებით კი – გარდაცვლილი ბავშვი და მამაკაცი. საგამოძიებო კომიტეტის რეგიონულ მთავარ კომიტეტში განაცხადეს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების ზომების მოთხოვნების შეუსაბამო მომსახურების შესახებ.

„სამძებრო სამუშაოების შედეგად ბავშვის ცხედარი აღმოჩნდა, რომელიც, სავარაუდოდ, დაღუპული ქალის ვაჟია", – განაცხადა რეგიონის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოლგა შამანსკაიამ.

მან აღნიშნა, რომ ზვავმა ერთ–ერთი სახლი ფერდობზე 200 მეტრით გადაიტანა. საძიებო სამუშაოებს რთული მეტეოროლოგიური პირობები ართულებს – 23–გრადუსიანი ყინვა და ქარბუქი. 

ყველა ახალი ამბავი
0