სტენინის სახელობის საერთაშორისო ფოტოკონკურსმა 2021 წლისთვის ნამუშევრების მიღება დაიწყო

© photo: Sputnik / Ramil Sitdikovანდრეი სტენინის სახელობის კონკურსის გამარჯვებულების გამოფენა
ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსის გამარჯვებულების გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
18-დან 30 წლამდე ასაკის პროფესიონალ ფოტოგრაფებს საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ფოტოკონკურსში.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. მოსკოვში სტარტი აიღო ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის მეშვიდე საერთაშორისო კონკურსმა. მსოფლიოს ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების განაცხადების მიღება ტრადიციულად დაიწყო მედიაჯგუფ Россия Сегодня-ს დაღუპული ფოტოკორესპონდენტის დაბადების დღეს.

18-დან 30 წლამდე ასაკის პროფესიონალ ფოტოგრაფებს საკუთარი ნამუშევრების წარდგენა შეუძლიათ საიტზე stenincontest.ru — რუსულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე. კონკურსზე წარმოდგენილი სერიული თუ ცალკეული ნამუშევრები უნდა შეესაბამებოდეს ოთხ ნომინაციას: „მთავარი ახალი ამბები“, „სპორტი“, „ჩემი პლანეტა“ და „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“. თითოეულ ნომინაციაში შეიძლება წარდგენილი იყოს თითო ნამუშევარი ცალკეული ან სერიული ფოტოებიდან. საკონკურსო განაცხადების მიღება 2021 წლის 28 თებერვლამდე (ჩათვლით) გაგრძელდება.

ფოტო „ცხოვრება კიდეზე“ - Sputnik საქართველო
სტენინის კონკურსზე 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდა

კონკურსის საპრიზო ფონდი 2021 წლისთვის 125, 100 და 75 ათასი რუბლია პირველი, მეორე და მესამე ადგილებისთვის თითოეულ ნომინაციაში. ხოლო სტენინის სახელობის კონკურსის უმაღლესი ჯილდოს, გრან–პრის მფლობელი 700 ათას რუბლს მიიღებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდა ფოტორეპორტიორებისთვის მიცემული შესაძლებლობა, წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები რუსულ და საერთაშორისო არენაზე — კონკურსის საგამოფენო ტურნე ევროპის, აზიის, ლათინური ამერიკის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში კონკურსის განუყოფელი ნაწილია.

2018 წლიდან კონკურსის საექსპოზიციო მოედნების ჩამონათვალს დაემატა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინა ნიუ-იორკში. 2019 წლიდან კი კონკურსის გამოფენები სტრასბურგშიც იმართება ევროსაბჭოს შენობაში.

ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსის კურატორის, Россия сегодня-ს ვიზუალური პროექტების სამსახურის ხელმძღვანელის ოქსანა ოლეინიკის თქმით:

„კონკურსის მომდევნო წლის დაწყება ჩვენთვის ყოველთვის არის პროფესიონალური ადრენალინის გამოტყორცნა. ეს არის ახალი ნამუშევრების, ახალი სახელების, ახალი აღმოჩენების სასიხარულო მოლოდინი. წელს კონკურსის სტარტი მსოფლიოსთვის ესოდენ რთულ — COVID-19-ის პანდემიის პირობებში სიმბოლურიცაა. ცხოვრების ახალ გარემოებებს შეუძლია ჩვევების შეცვლა და ნამუშევრების ახალი რეალობების კარნახი, მაგრამ ასევე შეუძლია შეცვალოს საბაზო ფასეულობები — პროფესიონალიზმი, შექმნის სურვილი, იდეებისა და მსოფლმხედველობის გაზიარების სურვილი პოტენციური მაყურებლისთვის. ჩვენს კონკურსს ყველაფერი დაგეგმილი აქვს. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს კონკურსანტებსაც. ჩვენ გვჯერა მათი და ველოდებით მათგან ახალ ნამუშევრებს, ახალ რაკურსებს, ახალ თემებს. და, რაღა თქმა უნდა, წარმატებებსა და გამარჯვებას ვუსურვებთ მათ“.

ანდრეი სტენინის სახელობის საერთაშორისო კონკურსი 2020 წელს უმსხვილესი რუსული და საერთაშორისო მედიასაშუალებების, საინფორმაციო სააგენტოებისა და ფოტოსაზოგადოებების მხარდაჭერით ჩატარდა. რამდენიმე ნომინაციის პარტნიორები იყვნენ შანხაის გაერთიანებული მედიაჯგუფი, გაზეთ „ჩაინა დეილის“ ინტერნეტ–პორტალი, არაბული საინფორმაციო ჰოლდინგი „ალ–მაიადინ TV“ და ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.

ანდრეი სტენინი დაიბადა და გაიზარდა ქალაქ პეჩორაში - Sputnik საქართველო
ადამიანი ფოტოაპარატით. ანდრეი სტენინის ხსოვნას

კონკურსის შესახებ: ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს ორგანიზებით იუნესკოს საკითხთა რუსეთის კომიტეტის ეგიდით ტარდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების მხარდაჭერას და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. ეს არის ადგილი ახალგაზრდა, ნიჭიერი, საზრიანი და ყველაფერ ახლისადმი გახსნილი ფოტოგრაფებისთვის, სადაც ისინი საზოგადოებას ყურადღებას ამახვილებინებენ ადამიანებსა და მათ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე.

2021 წელს კონკურსის გენერალური საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო და ახალი ამბების პორტალი Вести.Ru, სახელმწიფო ტელეარხი Россия-Культура. კონკურსის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik, საინფორმაციო სააგენტო Askanews, მედიაჰოლდინგი Independent Media, საინფორმაციო სააგენტო Notimex, ახალი ამბების სააგენტო ANA, ტელეარხი და პორტალი RT, Shanghai United Media Group (SUMG), გაზეთების — China Daily და The Paper-ის, ასევე მედიაქსელ Al Mayadeen-ის ინტერნეტ-პორტალები, საინფორმაციო სააგენტო Prensa Latina, საინფორმაციო სააგენტო News1, ინტერნეტ-პორტალი DBW, ახალი ამბების პორტალი Brasil247.

დარგობრივი პარტნიორების სტატუსში კონკურსს მხარს უჭერენ: ჟურნალი National Geographic რუსეთი, პორტალები Russian Photo და Photo-study.ru, ფოტოსკოლა Академия фотографии, საინფორმაციო პორტალი YOung JOurnalists, ჟურნალი Fotoargenta, ფოტოჟურნალისტიკის კლუბი „ნიუ დელი“, ჟურნალები Enfoque Visual და LF Magazine, საერთაშორისო პარტნიორია ფესტივალი PhotON.

 

ყველა ახალი ამბავი
0