13:57 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (716)
49 0 0

პროექტი „ჭკვიანი სოფელი“ არის „ჭკვიანი ქალაქის“ ანალოგი და ადაპტირებულია მცირე დასახლებულ პუნქტებზე — მუნიციპალური წარმონაქმნების ბიუჯეტების გათვალისწინებით.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. რესპუბლიკა სახას (იაკუტია) მოსახლეობისთვის ერთიანი ვებ-სერვისი „ჭკვიანი სოფელი“ შეიქმნება. ახალი ამბების ლენტები, ბლოგები, ეკოლოგიური მონიტორინგის სისტემების, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების, ვიდეოდაკვირვების, გზების დაკეტვისა და რემონტის შესახებ ინფორმაციები იაკუტიის ნამის რაიონის თითოეული სოფლის სიტუაციურ ცენტრში იქნება თავმოყრილი, იუწყება РИА Новости. 

პროექტი „ჭკვიანი სოფელი“ არის „ჭკვიანი ქალაქის“ ანალოგი და ადაპტირებულია მცირე დასახლებულ პუნქტებზე — მუნიციპალური წარმონაქმნების ბიუჯეტების გათვალისწინებით. მისი მიზანია მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

„რეგიონული IT–ცენტრები იმისთვის იქმნება, რომ IT–ტექნოლოგიები რესპუბლიკის სოფლებისა და ქალაქების განვითარებას მოემსახუროს. პროექტ „ჭკვიან სოფელს“, ნამის რაიონის მუნიციპალური ხელისუფლების გარდა, ციფრული პლატფორმის შემქმნელებიც უჭერენ მხარს. ამგვარად ეს პროექტი შეიძლება საპილოტო გახდეს იაკუტიის სოფლების გაციფრულების მიმართულებით“, — განაცხადა იაკუტიის ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ინფოკომუნიკაციური ტექნოლოგიების მინისტრმა ანატოლი სემიონოვმა.

სამინისტროში მიაჩნიათ, რომ „ჭკვიანი სოფელი“ ასევე გახდება მუნიციპალური წარმონაქნების ადმინისტრაციათა დამხმარე, ვინაიდან ერთად თავმოყრილი ინფორმაცია მათ დასახლებული პუნქტის ეფექტურად მართვაში შეუწყობს ხელს.

მაგალითად, საქალაქო ოლქებისა და საგანგებო სიტუაციების შეტყობინების ჩაშენებული სისტემა, სახანძრო სიგნალიზაცია, ხანძრებისა და წყალდიდობების მონიტორინგი, ვიდეოდაკვირვება და ეკოლოგიური მონიტორინგი დადებით ცვლილებებს შეიტანს უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში. საინჟინრო კომუნიკაციებთან, მობილური კავშირის სადგურებთან, საცხოვრებელ–კომუნალურ მეურნეობასთან, ელექტრომომარაგების ქსელებთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს დასახლებული პუნქტების ინფრასტრუქტურული საკითხების გადაჭრას. ხოლო კულტურის, მედიცინისა და ტურიზმის დაწესებულებებისადმი მიძღვნილი განყოფილება ახალ დონეზე გაიყვანს სოფლებისა და დაბების სოციალურ–კულტურულ საქმიანობას.  

ტექნოლოგიას საფუძვლად უდევს იაკუტსკის IT–პარკის კომპანია–რეზიდენტის მიერ შექმნილი პლატფორმა. შემქმნელები პროექტს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

თავდაპირველად მის შესაქმნელად სპეციალისტები საერთაშორისო მეთოდებსა და სტანდარტებს იყენებდნენ, რათა მომავალში სისტემა არა მარტო რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გაევრცელებინათ. მათი თქმით, საზღვარგარეთ მცირე დასახლებულ პუნქტებს ასევე არ შეუძლიათ თავს ავტომატიზაციის ძვირადღირებული პროგრამების შეძენის უფლება მისცენ.  

გეგმის თანახმად, „ჭკვიანი სოფელი“ 2021 წლის პირველ კვარტალში ამუშავდება.

თემები:
რუსეთი დღეს (716)

მთავარი თემები