ფოიერვერკი როსტოვში: ბაზრობაზე ხანძარი პიროტექნიკით სავსე საწყობში გაჩნდა - ვიდეო

© photo: courtesy of Press service of the Russian Emergencies Ministry / გადასვლა მედიაბანკშიროსტოვში ბაზრობაზე ხანძარი პიროტექნიკით სავსე საწყობში გაჩნდა
როსტოვში ბაზრობაზე ხანძარი პიროტექნიკით სავსე საწყობში გაჩნდა

 - Sputnik საქართველო
გამოწერა
პიროტექნიკის პავილიონში ხანძრის ჩაქრობაში თითქმის 200 ადამიანი მონაწილეობს, ცეცხლის ჩაქრობის არეალი ოთხ მონაკვეთად არის გაყოფილი

თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. დონის როსტოვში ბაზრობაზე პიროტექნიკის პავილიონს ცეცხლი უკიდია, განუცხადა ჟურნალისტებს როსტოვის ოლქში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა.

პიროტექნიკის პავილიონში ხანძარი კვირას დილის 6:30 საათზე გაჩნდა. ხანძრის ფართობმა 1,5 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა, შემდეგ კი გაორმაგდა. ხანძარს სირთულის მეოთხე ნომერი მიენიჭა.

„გამოცხადდა სამი სახანძრო-სამაშველო გარნიზონის პირადი შემადგენლობის და სპეციალიზებული სახანძრო-სამაშველო ნაწილის შეკრება... ძალები და საშუალებები: 192 ადამიანი და ტექნიკის 66 ერთეული“, - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.

ხანძრის ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ჩაქრობის არეალი ოთხ საბრძოლო მონაკვეთად არის დაყოფილი, აღნიშნა მან.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ადგილზე დამატებით კიდევ მაღალი გამავლობის და მოცულობის ოთხი ავტოცისტერნა გაიგზავნა.

ყველა ახალი ამბავი
0