11:36 28 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9982
  • 100 RUB4.3752
  • USD3.2969
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1304)
48 0 0

ვირტუალურ ღონისძიებაზე საუბარი შეეხო პრეპარატის გამოცდას, მის ფასს, დაგეგმილ საწარმოო მოცულობას და უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობას

თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. რუსეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ გაეროში და ჯანდაცვის სამინისტრომ გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სესიის ველზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „სპუტნიკ  V“-ს პრეზენტაცია გამართეს, იუწყება РИА Новости.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ მურაშკომ აღნიშნა, ვაქცინის კლინიკურ ცდებში მონაწილეობა მიიღო 40 ათასზე მეტმა ადამიანმა. ცდები ტარდება რუსეთში, ბელარუსში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ვენესუელაში, გარდა ამისა, იხილება პრეპარატის გამოცდის საკითხი ბრაზილიასა და სხვა ქვეყნებში.

„ამ მომენტისთვის ის მთავარ კანდიდატ-ვაქცინებს შორისაა, რომლებიც კლინიკური ცდების დასასრულსა და მასობრივი წარმოების დასაწყისს უახლოვდებიან“, - განაცხადა მურაშკომ და დასძინა, რომ „სპუტნიკ  V“-მ აჩვენა „მძლავრი იმუნური პასუხი და ანტისხეულების პასუხი“.

მისი სიტყვებით, პრეპარატის კლინიკური ცდები ჯერაც გრძელდება, თუმცა 100 ათასი რუსეთის მოქალაქე რისკ-ჯგუფიდან უკვე აიცრა.

ვაქცინის წარმოება

როგორც რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა განაცხადა, ფონდმა „სპუტნიკ V“-ს დასამტკიცებლად განაცხადი 40 ქვეყანაში წარადგინა და მუშაობს ამ ქვეყნებში მარეგულირებლებთან. მისი აზრით, სახელმწიფოებისთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ პორტფელი, რომელშიც სხვადასხვა ვაქცინა იქნება წარმოდგენილი.

როგორც ფონდის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მარტისთვის წარმოების მოცულობა უცხო ქვეყნებში, სულ მცირე, იქნება თვეში 40 მილიონი დოზა - 40 მილიონი ადამიანისთვის.

როდესაც რუსი მწარმოებლები დააკმაყოფილებენ შიდა ბაზრის მოთხოვნილებას, ფონდი განიხილავს ვაქცინის ექსპორტის საკითხს. ფონდის ხელმძღვანელის თქმით, განაცხადი ვაქცინის 1,2 მილიარდი დოზის შეძენაზე 50-ზე მეტი ქვეყნიდან იქნა წარმოდგენილი.

ვაქცინის ფასი

„ჩვენი ვაქცინის ერთი დოზა 10 დოლარზე ნაკლები ეღირება, რაც გაცილებით იაფია მ-რნმ-ის ბაზაზე დამზადებული ზოგიერთი ვაქცინის ფასზე („სპუტნიკ V“ ადამიანის ადენოვირუსის საფუძველზეა შექმნილი). ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული, ეს ვაქცინა მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ - ის ყველა ქვეყანაში ერთი და იმავე ფასად გაიყიდება“, - განაცხადა დმიტრიევმა.

ვაქცინა ორი დოზისგან შედგება. როგორც ადრე აღნიშნავდნენ შემქმნელები, „სპიუტნიკ V"-ს ღირებულება სულ მცირე ორჯერ ნაკლები იქნება იმ მ-რნმ-ის (მატრიცული რიბონუკლეინის მჟავა) საფუძველზე შექმნილი ვაქცინების ღირებულებაზე, რომლებსაც მსგავსი ეფექტურობა გააჩნია.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1304)

მთავარი თემები