რუსეთში ტერაქტი აღკვეთეს: უსაფრთხოების ფედერალური სამსახური განცხადებას ავრცელებს

© photo: courtesy of Federal Security Service / გადასვლა მედიაბანკშიტერორისტული დაჯგუფების წევრის დაკავება
ტერორისტული დაჯგუფების წევრის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო ორი თვის განმავლობაში ძალოვანი სამსახურის წარმომადგენლებმა ტერაქტები აღკვეთეს მოსკოვში, ვოლგოგრადსა და სტავროპოლში.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. მოსკოვის რეგიონში რამდენიმე ტერორისტული აქტი აღიკვეთა, რომლებსაც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები ამზადებდნენ, იუწყება სააგენტო РИА Новости რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით.

ორშაბათს საღამოს უცნობებმა ავსტრიის დედაქალაქში თავდასხმა განახორციელეს - Sputnik საქართველო
შეიარაღებული ტერორისტების შეტევა ვენაზე - ფოტო
„რადიკალი ისლამისტების სამყოფელებში აღმოჩენილი და ამოღებულია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა დამაზიანებელი ელემენტებით, სხვა ნივთები და დოკუმენტები“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ რელიზში.

არსებული ინფორმაციით, ძალოვნებმა ვლადიმირის ოლქში დაჯგუფების ერთი წევრი დააკავეს, რომელიც წარმოშობით ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ქვეყნიდანაა. სად იმყოფებიან სხვა ეჭვმიტანილები, არ არის დაკონკრეტებული.

სააგენტოს ცნობით, უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ დაჯგუფების წევრები ეწეოდნენ „ბოევიკების“ გადაბირებას და ასევე აგროვებდნენ თანხებს ტერორისტული საქმიანობისთვის.

აღინიშნება, რომ ბოლო თვეებში ეს რუსეთში ტერაქტის აღკვეთის მინიმუმ მეოთხე შემთხვევაა. ამ შემოდგომაზე ძალოვნებმა ტერაქტები აღკვეთეს მოსკოვში, ვოლგოგრადსა და სტავროპოლში.

უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის ალექსანდრ ბორტნიკოვის თქმით, ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთში 150-ზე მეტი ტერორისტული თავდასხმა აღიკვეთა.

 

ყველა ახალი ამბავი
0