ამერიკულმა ესკადრონულმა ნაღმმზიდმა რუსეთის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია

© Roslan RAHMAN / AFPაშშ ესკადრონული ნაღმმზიდი „ჯონ მაკკეინი“
აშშ ესკადრონული ნაღმმზიდი „ჯონ მაკკეინი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამინისტრო აზუსტებს, რომ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შესული „ჯონ მაკკეინი“ საზღვრის ხაზს ორი კილომეტრით გასცდა.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის კუთვნილმა ხომალდმა „ადმირალმა ვინოგრადოვმა“ აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ფლოტის კუთვნილი ესკადრონული ნაღმმზიდი შეაჩერა, რითიც რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა აღკვეთა, იუწყება РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

„წყნარი ოკეანის დიდმა ნავსაწინააღმდეგო ხომალდმა „ადმირალმა ვინოგრადოვმა“ აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ფლოტის ესკადრონული ნაღმმზიდის „ჯონ მაკკეინის“ მიერ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა შეაჩერა პეტრე დიდის ყურეში“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამინისტრო აზუსტებს, რომ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შესული „ჯონ მაკკეინი“ საზღვრის ხაზს ორი კილომეტრით გასცდა.

„ადმირალმა ვინოგრადოვმა“, ახორციელებდა რა ამერიკული ესკადრონული ნაღმმზიდის უშუალო თვალთვალს, კავშირის საერთაშორისო ხაზის მეშვეობით გააფრთხილა უცხოური ხომალდი მსგავსი ქნედებების დაუშვებლობის შესახებ და ტარანის მანევრის გამოყენების შესაძლებლობაზე დამრღვევის ტერიტორიული წყლებიდან განსადევნად“, — ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ამერიკულმა ხომალდმა, გაფრთხილების მიღების შემდეგ, კურსი შეცვალა და ნეიტრალურ წყლებში გავიდა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0