05:41 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (679)
110 0 0

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის პრეზიდენტმა მეჯლისს უკვე წარუდგინა ბრძანებულების პროექტი აზერბაიჯანში თურქი სამხედროების გაგზავნის შესახებ.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. თურქეთის პარლამენტში სამხედრო მოსამსახურეების აზერბაიჯანში გაგზავნის შესახებ პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის ბრძანებულების პროექტის შეტანა — ეს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული შიდა პროცედურაა, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

მანამდე სააგენტო Anadolu-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ერდოღანის ბრძანებულების პროექტი უკვე წარედგინა თურქეთის პარლამენტს, რომელიც საკითხის განხილვას უახლოეს დღეებში გეგმავს.

„საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იქნება მონიტორინგის ცენტრიც, თურქი სამხედროები იქ უნდა გაიგზავნონ — ეს შიდა პროცედურების შესრულებაა, იმ პროცედურებისა, რომლებსაც თურქეთის შიდა კანონმდებლობა ითვალისწინებს“, — განმარტა პესკოვმა.

რაც შეეხება მონიტორინგის ცენტრის შექმნას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, პესკოვის თქმით, ეს „რუსეთისა და თურქეთის ორმხრივი მოლაპარაკების პროდუქტია“.

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა — ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. ამ დროისათვის ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები შედიან, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან და ამასთან მიმდინარეობს ტყვეთა გაცვლა. ნოემბერ–დეკემბერში სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა გადასცეს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების დიდი ნაწილი.

11 ნოემბერს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარამ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლის ცენტრის შექმნას ითვალისწინებდა, და რომ თურქეთი მონაწილეობას მიიღებს „ერთობლივ სამშვიდობო მისიაში“.

ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე კი რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი განმარტავდა, რომ მოსკოვი და ანკარა ყარაბაღის საკითხზე მონიტორინგის ცენტრის მეშვეობით ითანამშრომლებდნენ, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსდება, ხოლო „ერთობლივ სამშვიდობო ძალებზე საუბარი არ ყოფილა“.

 

თემები:
რუსეთი დღეს (679)

მთავარი თემები