17:54 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (680)
6501

მინისტრის თქმით, ყველა მილოცვა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებმა გაგზავნეს შტატებში, მხოლოდ სოციალური ქსელებისა და წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების მონაცემებს ეყრდნობა.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. მოსკოვი ვერ ხედავს საფუძველს, მილოცვა გაუგზავნოს აშშ-ის ახალ პრეზიდენტს არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ონლაინ–პრესკონფერენციაზე.

„რაც შეეხება მილოცვას, მიკვირს, რატომ ეთმობა ამას ამხელა ყურადღება. მილოცვები, როგორც წესი, მას შემდეგ იგზავნება, რაც არჩევნების ოფიციალური შედეგები ცხადდება. აშშ-ში ეს ჯერ არ მომხდარა“, — თქვა ლავროვმა.

მინისტრის განმარტებით, ყველა მილოცვა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებმა მანამდე გაგზავნეს შტატებში, მხოლოდ CNN-ის, ABC-ს, სოციალური ქსელებისა და სხვა ამერიკული წამყვანი მედიასაშუალებების მონაცემებს ეყრდნობა.

„თუ ვინმეს ტრადიციად აქვს სახელმწიფო მილოცვების გაგზავნა ასეთ საფუძველზე, ამას ვერაფერს მოვუხერხებთ. ჩვენ კი სხვაგვარი მიდგომა გვაქვს. საჭიროა დაველოდოთ ოფიციალურ განცხადებას“, — ხაზგასმით აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აშშ-ის ახალ პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევის შესახებ ინფორმაცია მანამდე უმსხვილესმა ამერიკულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. ისინი ცალკეულ შტატებში გამარჯვებულს, ხმების დათვლის დასრულებამდე, საკუთარ მეთოდებზე დაყრდნობით ავლენენ. ეს პროგნოზები ოფიციალური არ არის, თუმცა საკმაოდ ავტორიტეტულია და ხშირად ემთხვევა კიდეც საბოლოო შედეგს.

თემები:
რუსეთი დღეს (680)

მთავარი თემები