რატომ არ ულოცავს პუტინი გამარჯვებას ბაიდენს: კრემლის განმარტება

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დმიტრი პესკოვმა განმარტა ის სხვაობა, რომელიც აშშ-ის ოთხი წლის წინანდელ და ამჟამინდელ არჩევნებს შორის არსებობს.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი განმარტავს, რატომ მიულოცა ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს ოთხი წლის წინ გამარჯვება არჩევნების დასრულებისთანავე, ხოლო ჯო ბაიედნისთვის ჯერაც არ მიულოცავს.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო
ჯო ბაიდენი პრეზიდენტად აღიარებას დაუყოვნებლივ მოითხოვს

მისი თქმით, აშშ-ის ორ საპრეზიდენტო არჩევნებს შორის დიდი განსხვავება არსებობს.

„განსხვავება სრულიად აშკარაა. თქვენ ხედავთ, რომ ახლა იქ გარკვეული იურიდიული პროცედურებია მოსალოდნელი, რომლებიც მოქმედმა პრეზიდენტმა დააანონსა. ამითაცაა ვითარება განსხვავებული და ამადაც მიგვაჩნია კორექტულად – დაველოდოთ შედეგების ოფიციალურ გამოცხადებას“, — განმარტა პესკოვმა.

ამასთან პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ წინა საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ იურიდიული დავების შესახებ განცხადებები არ გაკეთებულა.

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების ოფიციალური შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებმა უკვე მიულოცეს გამარჯვება. ამასთან დონალდ ტრამპის ადვოკატები „ათობით შტატში მოპარულ ხმებზე“ საუბრობენ და სასამართლოებში სარჩელები შეაქვთ ხმების თავიდან გადათვლისა და სავარაუდო დარღვევების გამოძიების მოთხოვნით.

როგორც ტრამპის პირადი ადვოკატი რუდოლფ ჯულიანი აცხადებს, მათ გუნდს სარჩელებთან დაკავშირებით დაახლოებით 90 მოწმე ჰყავს და ამასთან აქვთ სერიოზული მტკიცებულებები, რომ რამდენიმე შტატში ათასობით ბიულეტენი არის ბათილად გამოსაცხადებელი.

ყველა ახალი ამბავი
0