19:56 23 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1217)
43 0 0

რუსეთში COVID-19-ის ყოველდღიურად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა მეორე დღეა 19 ათასს აჭარბებს, პანდემიის პერიოდში კორონავირუსი 1,71 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ქვეყნის მოქალაქეებს შეძლებისდაგვარად გადადონ არასავალდებულო მგზავრობა უცხოეთში, ვიდრე კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია არ დასტაბილურდება, იუწყება РИА Новости.

უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კვლავ „სწრაფად უარესდება“.

„ჯანდაცვის სფეროს წამყვანი ექსპერტები ჯერ კიდევ გაზაფხულზე გამოთქვამდნენ შეშფოთებას COVID-19-ის მეორე, გაცილებით მძლავრი ტალღის შესახებ, რომელიც მათი ანალიზის მიხედვით, ამ შემოდგომით უნდა დამდგარიყო. ბოლო ორი თვის შედეგები, სამწუხაროდ, აჩვენებს, რომ უარესი პროგნოზები სრულდება“, - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

მან აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად ევროპა იქცა.

კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთმა 27 მარტიდან საერთაშორისო ავიამიმოსვლა შეწყვიტა. გამონაკლისს შეადგენდა მხოლოდ გამყვანი რეისები. აგვისტოდან საერთაშორისო ფრენების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყო. ამჟამად რეისები სრულდება თურქეთში, დიდ ბრიტანეთში, ტანზანიაში, შვეიცარიაში, ეგვიპტეში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ბელარუსში. ყირგიზეთში, ყაზახეთში, სერბეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, კუბასა და მალდივებზე.

COVID-19-ის ყოველდღიურად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა მეორე დღეა 19 ათასს აჭარბებს, პანდემიის პერიოდში კორონავირუსი 1,71 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 29, 5 ათასი გარდაიცვალა, 1,27 - გამოჯანმრთელდა.

ავადობის დღიური რეკორდები ფიქსირდება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ასე მაგალითად, ბოლო 24 საათში მაქსიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა აშშ-ში, ავსტრიაში, საქართველოსა და პოლონეთში.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1217)

მთავარი თემები