10:54 26 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (642)
43 0 0

სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვიც.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირმა ოფიციალურად დაუწესა სანქციები რუსეთის ერთ ორგანიზაციასა და ექვს ფიზიკურ პირს, რომლებსაც ევროპაში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან კავშირში ადანაშაულებენ, იუწყება РИА Новости.

გავრცელებული ინფორმაციით, სასანქციო სიაში შევიდნენ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელი ანდრეი იარინი, ციმბირში მუდმივი წარმომადგენელი სერგეი მენიაილო, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები პაველ პოპოვი და ალექსეი კრივორუჩკო.

გარდა ამისა, სანქცია დაუწესდა ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტსაც.

„დაწესებული შეზღუდვები ითვალისწინებს ფიზიკური პირებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში მგზავრობის აკრძალვასა და ასევე აქტივების გაყინვას როგორც მათთვის, ისე იურიდიული პირისთვის. გარდა ამისა, ევროკავშირის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ სახსრების გამოყოფა სიაში ჩამოთვლილი პირებისთვის“, — აცხადებენ ევროკავშირში.

აღინიშნება, რომ სანქციების ასეთივე რეჟიმი იყო დაწესებული ქიმიური იარაღის გავრცელება–გამოყენებისთვის 2018 წელს სკრიპალების მოწამვლაზე პასუხისმგებელი პირების მიმართაც. ქიმიურ იარაღზე სანქციების რეჟიმი ევროკავშირმა სწორედ 2018 წელს შემოიღო.

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა არაერთხელ უარყო კავშირი ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან და, უფრო მეტიც, ქვეყნის ხელისუფლება საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს ოპოზიციონერის მოწამვლის ფაქტს.  

თემები:
რუსეთი დღეს (642)

მთავარი თემები