12:35 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (96)
108 0 0

საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეშფოთებულია კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდით

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ტელეფონით ესაუბრა სომეხ კოლეგა ზოგრაბ მნაცაკანიანს, რა დროსაც მინისტრებმა მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. საუბრისას აღინიშნა, რომ კონფლიქტის ზონაში ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტაა აუცილებელი, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„დადასტურდა მზადყოფნა, დახმარება გაეწიოთ მხარეებს მთიანი ყარაბაღის დარეგულირების პროცესის პოლიტიკურ–დიპლომატიურ კალაპოტში დასაბრუნებლად ეუთოს მინისკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით, რუსეთის, აშშ–სა და საფრანგეთის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადების შესაბამისად“, — ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ–ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. არის მსხვერპლი ორივე მხარეს.

 

 

 

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (96)

მთავარი თემები