21:35 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
60 0 0

გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს, გაითვალისწინოს ყველა ქვეყნის ინტერესები და დაეყრდნოს სახელმწიფოების ყველაზე ფართო თანხმობის პრინციპს

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე ვიდეომიმართვაში მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, უფრო სრულად გაითვალისწინოს ყველა ქვეყნის ინტერესი.

რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ გაერომ ახალ რეალიებთან ადაპტაცია უნდა შეძლოს.

„მიმდინარე ცვლილებები, რა თქმა უნდა, ახდენს თავის გავლენას გაეროს მთავარ ორგანოზე - უშიშროების საბჭოზე, დისკუსიაზე მისი რეფორმირების მიდგომების თაობაზე. ჩვენი ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ უშიშროების საბჭომ უფრო სრულად გაითვალისწინოს ყველა ქვეყნის ინტერესი, მათი პოზიციების მრავალფეროვნება, დაეყრდნოს სახელმწიფოების ყველაზე ფართო თანხმობის პრინციპს“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერმა მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას საერთო მოქმედებებისკენ გაეროს პრინციპებზე დაყრდნობით, რათა უზრუნველყოფილი იყოს დღევანდელი და მომავალი თაობების ღირსეული ცხოვრება.

„ურთიერთდაკავშირებულ, ურთიერთდამოკიდებულ მსოფლიოში, საერთაშორისო მოვლენების მორევში საჭიროა ერთად ვიმოქმედოთ და ამ დროს დავეყრდნოთ გაეროს წესდებაში დაფიქსირებულ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. მხოლოდ ასე შევძლებთ ჩვენი ორგანიზაციის მაღალი მისიის შესრულებას და დღევანდელი და მომავალი თაობების ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინმა განაცხადა, რომ გაერო ღირსეულად ასრულებს თავის მთავარ მისიას - მშვიდობის შენარჩუნებას და დახმარებას ლოკალური კრიზისების გადალახვაში, ხოლო გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის ვეტოს უფლება მუშაობს, ის საჭიროა და ასახავს მსოფლიოში არსებულ რეალურ სამხედრო-პოლიტიკურ ბალანსს.

„მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ხუთი ბირთვული ქვეყნის უფლება დღესაც ასახავს მსოფლიოში არსებულ რეალურ სამხედრო-პოლიტიკურ ბალანსს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

რუსეთის პრეზიდენტი ასევე პანდემიასთან დაკავშირებულ სიტუაციას შეეხო.

რუსეთში არ გამორიცხავენ COVID-19-ის ვაქცინის მიწოდებას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში >>

„ყველანი გადავაწყდით პრინციპულად ახალ გამოწვევას - კორონავირუსის პანდემიას. დაავადება პირდაპირ შეეხო მილიონობით ადამიანს, წაგვართვა ყველაზე ძვირფასი - ასი ათასობით ადამიანის სიცოცხლე. კარანტინები, საზღვრების დახურვა, უამრავი რთული პრობლემა შეექმნა პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს მოქალაქეებს - ეს ყველაფერი დღევანდელი დღის რეალიებია. განსაკუთრებით ეს მძიმე აღმოჩნდა უფროსი თაობის ადამიანებისთვის, რომლებსაც იძულებითი შეზღუდვების გამო კვირაობით, ზოგჯერ თვეობითაც კი არ შეეძლოთ თავიანთ ახლობლებთან, შვილებთან, შვილიშვილებთან ჩახუტება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ექსპერტებმა ჯერ კიდევ ვერ შეაფასეს სრულად ეპიდემიასთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური შოკის მასშტაბი, ყველა მისი შორეული შედეგი. „მაგრამ ახლა უკვე ცხადია, რომ გლობალური ეკონომიკის აღდგენას ძალიან, ძალიან ბევრი დრო დასჭირდება“, - განაცხადა პუტინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი უფასოს სთავაზობს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს გაეროს თანამშრომლების ასაცრელად.

მისი თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ასევე კიბერუსაფრთხოების პრობლემა, რადგან ციფრული ტექნოლოგიები ექსტრემისტებისა და რადიკალების ხელში შეიძლება აღმოჩნდეს.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებზე და ორი ქვეყნის სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების გახანგრძლივებას პრიორიტეტული საკითხი უწოდა. გარდა ამისა, რუსეთი მხარს უჭერს ყველა კოსმოსური ქვეყნის მიერ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებას კოსმოსის მილიტარიზაციის აკრძალვის შესახებ, დასასრულს აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.

მთავარი თემები