ბერლინის განცხადება ნავალნიზე: რუსეთი კომენტარს აკეთებს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო   - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე G7-ის წევრმა ქვეყნებმა მოუწოდეს რუსეთს, სასწრაფოდ განმარტონ, ვინ არის პასუხისმგებელი ნავალნის მოწამვლაზე, და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. გერმანიამ, მიუხედავად რუსეთის ყველა მიმართვისა „ალექსეი ნავალნის საქმეზე“, მაინც ვერ შეძლო მოეხდინა ოპერატიული და კონსტრუქციული რეაგირება, განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რის შესახებაც წერს სააგენტო РИА Новости. 

გერმანიის დროშა - Sputnik საქართველო
მოსაზრება: გადაწყვეტს თუ არა „ნოვიჩოკი“ გაზსადენის ბედს?

სამშაბათს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა G7-ის წევრი ქვეყნების განცხადება, რომლითაც ისინი მოუწოდებენ რუსეთს, სასწრაფოდ განმარტონ, ვინ არის პასუხისმგებელი ნავალნის მოწამვლაზე, და დამნაშვეები პასუხისგებაში მისცეს.

„მიუხედავად ჩვენი მიმართვებისა, ბერლინში მაინც არ ჩათვალეს შესაძლებლად, ოპერატიულად და კონსტრუქციულად მოეხდინათ მათზე რეგირება“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე.

უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთს არაკონსტრუქციულად მიაჩნია გერმანიის მიდგომა ალექსეი ნავალნის ირგვლივ განვითარებული მოვლენებისადმი.

„გერმანიის ხელისუფლების ამგვარი არაკონსტრუქციული მიდგომის ფონზე პარალელურად გრძელდება რუსეთზე უსაფუძვლო თავდასხმები. ფართო მასირებული სადეზინფორმაციო კამპანია აშკარად მოწმობს იმას, რომ მისი ინიციატორები ძირითად ამოცანად მიიჩნევენ არა ნავალნის ჯანმრთელობასა და მისი ჰოსპიტალიზაციის ნამდვილი მიზეზების დადგენას, არამედ სასანქციო განწყობების მობილიზაციას“, — ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გერმანიისგან „ნავალნის საქმეზე“ მონაცემების არარსებობის პირობებში „ამ საქმის გარშემო ისტერია მხოლოდ იზრდება“. ამასთან, მონაცემების არარსებობა ხელს უშლის რუსეთს, აამოქმედოს აუცილებელი მექანიზმები ნავალნის თავს გადამხდარი მოვლენების დასადგენად.

საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველო ნავალნისთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ევროკავშირის განცხადებას შეუერთდა

„ზემოთ ნახსენები ინფორმაციის არარსებობა (ნავალნის სამედიცინო გამოკვლევის შესახებ — რედ.) ხელს უშლის რუსეთის სამართალდამცველ ორგანოებს, აამოქმედონ ყველა აუცილებელი საპროცესო მექანიზმი მომხდარის დასადგენად“, — წერია სამინისტროს კომენტარში.

უწყებაში ირწმუნებიან, რომ გერმანია ამუხრუჭებს რუსი მედიკოსების დიალოგს გერმანელ კოლეგებთან „ნავალნის საქმეზე“.

„აღვნიშნავთ, რომ რუს მედიკოსებს სურთ მჭიდრო დიალოგის დაწყება გერმანელ კოლეგებთან რუსეთსა და გერმანიაში არსებული მონაცემების განსახილველად ნავალნის მდგომარეობის თაობაზე. სამწუხაროდ, გერმანული მხარე ამ პროცესს აყოვნებს“, — ნათქვამია კომენტარში.

ალექსანდრ ნავალნი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს გადაიყვანეს ომსკის ჰოსპიტალში მას შემდეგ, რაც ის შეუძლოდ გახდა თვითმფრინავში. გამოკვლევის შემდეგ ომსკელმა ექიმებმა პაციენტის ცუდად გახდომის ძირითად მიზეზად ნივთიერებათა ცვლის დარღვევა დაასახელს, რამაც სისხლში შაქრის დონის მკვეთრი ცვლილება გამოიწვია. ომსკელ მედიკოსებს ნავალნის სისხლსა და შარდში საწამლავის ნიშნები არ აღმოუჩენიათ.

მოგვიანებით ბლოგერი გერმანიაში გადააფრინეს. გერმანიის მთავრობამ სამხედრო ექიმებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის სუბსტანციითაა მოწამლული. კრემლში ამასთან დაკავშირებით ითქვა, რომ ბერლინს არ უცნობებია მოსკოვისთვის თავისი დასკვნები, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსეთი გერმანიისგან პასუხს ელოდება ამ საქმესთან დაკავშირებულ ოფიციალურ მოთხოვნაზე.

პროკურატურამ და პოლიციამ ალექსეი ნავალნის ჰოსპიტალიზაციის დღესვე დაიწყო შემოწმებები. ბერლინში მდებარე რუსეთის საელჩოში ამბობდნენ, რომ მაქსიმალურად ოპერატიულ პასუხს ელოდებოდნენ რუსეთის გენპროკურატურის 27 აგვისტოს მოთხოვნაზე, რაც ნავალნის საქმეზე სამართლებრივი დახმარების გაწევას შეეხებოდა.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი დაინტერესებულია და სურს გაერკვეს ვითარებაში, რისთვისაც გერმანიიდან ინფორმაცია ესაჭიროება, მაგრამ ჯერჯერობით ის არ მიუღია.

ორშაბათს ბერლინის კლინიკამ Charite გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათთან მოთავსებული ნავალნის მდგომარეობა გაუმჯობესდა და პაციენტი კომიდან გამოიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0