11:56 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (602)
71 0 0

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უწყება ელოდება ოფიციალურ პასუხებს იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბერლინშია გადაგზავნილი, თუმცა ეს პასუხები დღემდე არ მიუღიათ

თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის ისტორიაში „წინასწარ მოფიქრებული გადაწყვეტილებების გასამყარებლად ძველი თარგები გამოიყენება“.

გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა ადრე განაცხადა, რომ ბუნდესვერის ლაბორატორიის სპეციალისტებმა დაადგინეს ნავალნის „მოწამვლა“ მომწამლავ საბრძოლო ნივთიერებათა ჯგუფ „ნოვიჩოკის“ სუბსტანციით.

ტელეარხ „როსია 1“-ის ეთერში სიტუაციის კომენტირებისას ზახაროვამ განაცხადა, რომ „ეს ყველაფერი უკვე გავლილია, სხვა სცენარები არ არსებობს, თარგები ძველია და ახლა უკვე ახალ სიტუაციაში გამოიყენება“.

„რაზეა გათვლილი? იმაზე რომ, როგორც აღნიშნულ სიტუაციაში სავარაუდოა, დასაბუთდეს სადღაც უკვე მომზადებული გარკვეული გადაწყვეტილებები“, - განმარტა მან.

ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ელოდება „ოფიციალურ პასუხებს იმ შეკითხვებზე, რომლებითაც ბერლინს მიმართა“.

„თუ ნამდვილი მიზანია გამოძიება, რის შესახებაც განაცხადა ყველამ, და პირველ რიგში რუსეთმა, მაშინ საჭიროა სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნება, ამისათვის ყველა ბერკეტი არსებობს. არსებობს როგორც პოლიტიკური ნება, ისე სამართლებრივი ბერკეტები“, - განაცხადა მან.

რუსმა მეცნიერმა ლეონიდ რინკმა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა „ნოვიჩოკის“ შექმნაში, განუცხადა РИА Новости-ს, რომ ნავალნის სიმპტომები აბსოლუტურად არ ჰგავს ამ ნივთიერებით მოწამვლას. მისი თვალსაზრისით, ნავალნის „მოწამვლის“ „ნოვიჩოკთან“ დაკავშირების მცდელობები აბსოლუტური პოლიტიკური სისულელეა, ხოლო სინჯებს, რომლებითაც მოწამვლის დადასტურება შეიძლებოდა, რუსეთს არ გადასცემენ.

20 აგვისტოს ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. იგი თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, თვითმფრინავი სასწრაფოდ ომსკში დაეშვა. გამოკვლევების შედეგად ომსკელმა ექიმებმა ძირითად დიაგნოზად დაასახელეს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, რომელმაც სისხლში შაქრის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. რამ გამოიწვია ეს, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ომსკელმა მედიკოსებმა ნავალნის სისხლსა და შარდში საწამლავი ვერ აღმოაჩინეს.

ორი დღის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ნავალნი ბერლინის კლინიკა Charite-ში გადაიყვანეს, რომლის ექიმებმა პირველადი დიაგნოზი დასვეს - მოწამვლა სუბსტანციით ჰოლინესტერაზას ინჰიბიტორების ჯგუფიდან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საეჭვოდ მიიჩნიეს ის სისწრაფე, რომლითაც აშშ-მა და ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლის ვერსია აიტაცეს. რუსი დიპლომატების განცხადებით, მოსკოვი მომხდარის დეტალურ გამოძიებას მოითხოვს.

თემები:
რუსეთი დღეს (602)

მთავარი თემები