23:51 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (602)
15411

რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელევარსკვლავი იხსენებს, როგორ ამოყო თავი მოულოდნელად არა ქართულ, არამედ რუსულ სკოლაში.

თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. ტელეარხი Match TV-ს გენერალურმა პროდიუსერმა თინა კანდელაკმა რუსეთში ცოდნის დღესთან დაკავშირებით Instagram-გვერდზე ის დღე გაიხსენა, როდესაც თავად მივიდა სკოლაში პირველად. 

View this post on Instagram

A post shared by Тина Канделаки (@tina_kandelaki) on

კანდელაკის თქმით, დედასა და ბაბუას სურდათ, რომ გოგონა ქართულ სკოლაში შეეყვანათ სასწავლებლად, მაგრამ მოულოდნელად რუსულ სკოლაში ამოყო თავი.

„იმ მომენტში, როდესაც ხაზზე დადგომას ვაპირებდი, მამაჩემი გამოჩნდა. მან საზეიმოდ შემისვა მხრებზე და ერთი ხაზიდან მეორეში გადამიყვანა. უკვე რუსულ სკოლაში. დედისა და ნათესავების აღშფოთებაზე მან, როგორც წმინდა სისხლის, ამ ერის საუკეთესო თვისებების მქონე ქართველმა, თქვა: „არ მსურს ჩემი ქალიშვილი „კეკელკა“ გაიზარდოს, ქართულ კულტურას ავტომატურად შეითვისებს, რუსული კულტურა კი საშუალებას მისცემს, ცოდნის გაცილებით ფართო დიაპაზონი ჰქონდეს და სამყარო მთელი რუსულენოვანი მსოფლიოს პრიზმაში დაინახოს“, — წერს კანდელაკი.

ტელეწამყვანის თქმით, ის რომ ქართულ სკოლაში დარჩენილიყო, მაშინ მისი ცხოვრება სულ სხვაგვარად წარიმართებოდა.

თემები:
რუსეთი დღეს (602)

მთავარი თემები