12:03 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (602)
25801

რუსეთის ლიდერმა თავის დიდ ინტერვიუში, პოლიტიკისა და ეკონომიკის გარდა, კორონავირუსის პანდემიაზეც ისაუბრა და პირველ რუსულ ვაქცინაზეც.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დიდი ინტერვიუ მისცა ტელეარხ Россия-24-ის წამყვანს სერგეი ბრილევს რუსეთისა და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე.

ბელარუსში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მან თქვა, რომ რუსეთისთვის სულ ერთი არაა ის, რაც რესპუბლიკაში ხდება.

„ეს ძალიან ახლო, შეიძლება ყველაზე ახლო ქვეყანაა ჩვენთვის როგორც ეთნიკურად, ისე ენის, კულტურის, სულიერებისა და ნებისმიერი სხვა მხრივ. ჩვენ ათობით და, შესაძლოა, ათასობით, თუ არა მილიონობით, პირდაპირი ნათესაური კავშირები გვაქვს“, — თქვა მან.

კორონავირუსის პანდემიასა და რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთში COVID-19-ით სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

„ეს სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის, მობილიზაციისა და გადაწყვეტილებების დროულად მიღების უნარის გამოვლინება საფრთხეების კუპირების თვალსაზრისით“, — განაცხადა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება მსოფლიოში პირველ რუსულ ვაქცინას კორონავირუსის წინააღმდეგ, პრეზიდენტის თქმით, ის კანონმდებლობასთან მკაცრ შესაბამისობაში დარეგისტრირდა.

„ჩვენ გავიარეთ კლინიკამდელი და კლინიკური გამოცდები ცხოველებსა და მოხალისეებზე. და დღეს ჩვენი სპეციალისტებისთვის სრულიად ნათელია, რომ ეს ვაქცინა მდგრად იმუნიტეტს აყალიბებს“, — თქვა პუტინმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა საკუთარ თავზე გამოსცადა კორონავირუსის რუსული ვაქცინა და დღეს თავს კარგად გრძნობს — მას ანტისხეულები გამოუმუშავდა.

მეორე რუსული ვაქცინა, რომელსაც ცენტრი „ვექტორი“ ამუშავებს, სექტემბერში გამოჩნდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ სპეციალისტები შესანიშნავ პრეპარატს შექმნიან, რომელიც ძალიან დაეხმარება ადამიანებს“, — თქვა პუტინმა.

რუსეთის ლიდერს იმედი აქვს, რომ პანდემიის მეორე ტალღა არ დადგება, თუმცა, იმის გამო, რომ ზოგ ქვეყანაში მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურს ანგარიში გაუწიოს სხვათა ინტერესებს, იქ მაინც ხდება დაავადების აფეთქებები.

რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა ეკონომიკის შესახებაც და აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ პრობლემების პიკი უკვე გაიარა.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენ თანდათან დავიწყებთ აღდგენას. ვფიქრობ, მომავალ წელს ეს აღდგენა უზრუნველყოფილი იქნება“, — განმარტა პუტინმა.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკამ პანდემია უკეთესად მთავრობის დროული გადაწყვეტილებების წყალობით გადაიტანა.  

როგორც პუტინმა აღნიშნა, მიუხედავად სირთულეებისა, რუსეთში რეზერვები იზრდება, რაც უსაფრთხოების „დამატებით ბალიშს“ ქმნის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თემები:
რუსეთი დღეს (602)

მთავარი თემები