12:49 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (606)
27 0 0

„დეტექტორი-ბიოს“ ჰაერში ვირუსული და ბაქტერიული ბუნების მქონე ინფექციური დაავადებების 86-მდე აღმძვრელისა და ასევე ტოქსინების ერთდროულად გამოვლენა შეუძლია.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ჰაერში ვირუსების, მათ შორის, COVID-19-ის აღმომჩენი პირველი მოწყობილობა „დეტექტორი–ბიო“ რუსეთის ფორუმ „არმია 2020“-ზე წარმოადგინეს, განაცხადა РИА Новости-სთან ინტერვიუში კრასნოგორსკის ზვერევის სახელობის ქარხნის დირექტორმა ალექსანდრ ნოვიკოვმა.

„ქარხანა წარმოადგენს სრულიად ახალ პროდუქტს — სამედიცინო-ბიოლოგიურ მოწყობილობა „დეტექტორ–ბიოს“, რომელიც შენობაში ბაქტერიებს, ტოქსინებსა და ვირუსებს, მათ შორის COVID-19-საც განსაზღვრავს. ეს გამალეის სახელობის ცენტრთან ერთობლივი ნამუშევარია. ამ მოწყობილობის მეშვეობით ჰაერის სინჯის ავტომატურ ანალიზზე 10-დან 30 წუთამდე იხარჯება — პათოგენების კონცენტრაციიდან გამომდინარე და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით“, — განაცხადა ნოვიკოვმა.

გავრცელებული ინფორმაციით, „დეტექტორი–ბიო“ უნიკალური პროექტია და რუსეთის ბაზარზე ანალოგი არ აქვს.

„დეტექტორი-ბიოს“ დანიშნულებაა — ჰაერში ვირუსული და ბაქტერიული ბუნების მქონე ინფექციური დაავადებების 86-მდე აღმძვრელისა და ასევე ტოქსინების ერთდროულად გამოვლენა სრულიად ავტომატურ რეჟიმში. მოწყობილობა გამოიყენება მასობრივი თავშეყრის ადგილებში (მეტრო, აეროპორტები, რკინიგზის სადგურები და სხვ.) უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 

თემები:
რუსეთი დღეს (606)

მთავარი თემები