უნიკალური კომპლექსი: ნანგრევებში ადამიანების ძებნა სუნთქვის მიხედვით იქნება შესაძლებელი

© photo: Sputnik / Emiliano Grillottiადამიანების ძებნა ნანგრევებში
ადამიანების ძებნა ნანგრევებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერებმა შექმნეს უნიკალური მოწყობილობა, რომელიც ნანგრევებსა თუ მეწყერებში მოყოლილი ადამიანების ძებნას გააიოლებს.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. შექმნილია უნიკალური მობილური რადიოლოკაციური კომპლექსი, რომელიც ნანგრევებში ჩამარხული ადამიანების ადგილმდებარეობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა მისი სიცოცხლის ნიშნების საფუძველზე, იუწყება რუსეთის სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციათა საკითხების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

ნავთობის ჩაღვრა მექსიკის ყურეში - Sputnik საქართველო
შექმნილია ბიოპრეპარატი ნავთობროდუქტებისგან მიწისა და წყლის გასაწმენდად

მეცნიერებმა სიახლე ამ დღეებში წარმოადგინეს ფორუმზე „არმია 2020“.

„მოწყობილობა ორ რეჟიმში იმუშავებს, რაც ადამიანის სუნთქვისა და ასევე მოძრაობის საფუძველზე ადამიანის ადგილმდებარეობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, კომპლექსი გამოთვლის მანძილსაც“, — ნათქვამია ინსტიტუტის ოფიციალურ საიტზე.

აღინიშნება, რომ რადიოლოკაციურ კომპლექსს ნანგრევების ქვეშ 10 კვადრატულ მეტრამდე ფართობის გამოსაკვლევად საშუალოდ სამ წუთამდე დრო სჭირდება.

სიახლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი — ეს ძებნის მაღალი ხარისხის სანდოობაა.

სწავლულები აცხადებენ, რომ კომპლექსი პრაქტიკულად შეუცვლელი იქნება არა მარტო ნანგრევებში, არამედ მეწყერებში ჩამარხული ადამიანების ძებნის პროცესშიც.

 

ყველა ახალი ამბავი
0