როდის დაიწყებს რუსეთი ვაქცინის ექსპორტს: დასახელდა ვადები

© photo: courtesy of RDIF and the Gamaleya Center / გადასვლა მედიაბანკშიგამალეის ცენტრში შექმნილი ვაქცინა
გამალეის ცენტრში შექმნილი ვაქცინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა უკვე ოცზე მეტი ქვეყნის განაცხადი მიიღო კორონავირუსული ვაქცინის ჯამში მილიარდი დოზის შეძენაზე.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. განაცხადები კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის შეძენაზე უკვე ოცზე მეტმა ქვეყანამ წარმოადგინა, რომლებიც მზად არიან თუნდაც დღესვე დაიწყონ შესყიდვები, განაცხადა რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა დენის მანტუროვმა.

ტედროს ადანომ გებრეისუსი - Sputnik საქართველო
ჯანმომ პანდემიის დასრულების საბოლოო ვადა დაასახელა

მისი თქმით, ვაქცინის მიწოდება წარმოების მოცულობების ზრდის კვალდაკვალ დაიწყება. გარდა ამისა, ასევე აუცილებელია სხვადასხვა ინსტიტუტების, კერძოდ, გამალეის სახელობის ინსტიტუტის ურთიერთქმედება უცხოელ კოლეგებთან.

„გადაწყვეტილების მიღებამდე აპრობაციის პერიოდი უნდა გავიაროთ... ვიღაც დღესვეა მზად შეიძინოს [ვაქცინა], მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად [გასაყიდად], იმიტომ რომ ჯერ საკუთარი ამოცანები უნდა გადავჭრათ“, — განაცხადა მანტუროვმა.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მანამდე COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის მსოფლიოში პირველი ვაქცინა დაარეგისტრირა, რომელიც გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელშეწყობით. ვაქცინას სახელად „Спутник V“ ეწოდა. ფონდის ხელმძღვანელ კირილ დმიტრიევის თქმით, ფონდმა ოცზე მეტი ქვეყნის განაცხადი მიიღო კორონავირუსული ვაქცინის ჯამში მილიარდი დოზის შეძენაზე. ამასთან მან აღნიშნა, რომ რუსეთმა უკვე მოილაპარაკა ვაქცინის წარმოების შესახებ ხუთ ქვეყანასთან, რომლებსაც არსებული სიმძლავრეები საშუალებას აძლევს წელიწადში 500 მილიონი დოზა გამოუშვან.

ყველა ახალი ამბავი
0