მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართეს: თემები – კორონავირუსი, სირია და ლიბია

© photo: Sputnik / Mikhail Kliment'ev / გადასვლა მედიაბანკშირეჯეფ თაიიფ ერდოღანი და ვლადიმირ პუტინი
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი და ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პუტინმა ერდოღანთან საუბრისას ხაზი გაუსვა თურქეთში რუსეთის მოქალაქეების სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის დიდ მნიშვნელობას.

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ორშაბათს ტელეფონით კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის სფეროში მაპროფილებელი უწყებების ხაზით მუშაობის გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრეს, იუწყება კრემლის პრეს-სამსახური.

„ანკარასთან და სტამბულთან, ასევე თურქეთის საკურორტო რაიონებთან რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის გათვალისწინებით, ვლადიმირ პუტინმა ხაზი გაუსვა თურქეთში მყოფ რუსეთის მოქალაქეთა სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების დერეფანი: პუტინისა და ერდოღანის მოლაპარაკებების შედეგები - Sputnik საქართველო
ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების დერეფანი: პუტინისა და ერდოღანის მოლაპარაკებების შედეგები

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საუბრისას მთავარი ყურადღება დაეთმო ლიბიის კრიზისის პრობლემატიკას. კვლავ ხაზგასმით აღინიშნა დაპირისპირებულ მხარეთა რეალური ნაბიჯების აუცილებლობა ბრძოლის შეწყვეტისა და პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების მიმართულებით, ბერლინის კონფერენციისა და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 2510-ე რეზოლუციის გადაწყვეტილებების შესაბამისად.

„განხილულ იქნა სირიაში არსებული ვითარება ერთობლივი ძალისხმევის გასააქტიურებლად ტერორიზმთან ბრძოლაში. გადაწყდა შემდგომი კოორდინაცია იდლიბის დეესკალაციის ზონის თაობაზე რუსეთ-თურქეთის შეთანხმების, უპირველეს ყოვლისა, მოსკოვში 2020 წლის 5 მარტს 2018 წლის სოჭის მემორანდუმის დანართად მიღებული დამატებითი პროტოკოლის შესასრულებლად“, – აღნიშნულია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ლიდერები შეთანხმდნენ ასევე სხვადასხვა დონეზე კონტაქტების გაგრძელებაზე. 

ყველა ახალი ამბავი
0