01:27 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ–რუსული ურთიერთობები (181)
47110

სააგენტოს საქმიანობას საქართველოში არ უნდა აღიქვამდნენ როგორც პოლიტიკურ ექსპანსიას, განაცხადა „როსსოტრუდნიჩესტვოს“ დირექტორმა ევგენი პრიმაკოვმა

თბილისის, 11 აგვისტო – Sputnik. მოსკოვში 11 აგვისტოს გაიმართა „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიმაკოვის ონლაინ-ლექცია. მან ისაუბრა სააგენტოს ახალ პრიორიტეტებზე, ზოგიერთი მიმართულება მან განიხილა პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორთან, დიმიტრი ლორთქიფანიძესთან.

ლორთქიფანიძის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ენისადმი ინტერესი იზრდება.

„ჩვენს ოთხთვიან სერტიფიცირებულ კურსებზე რუსული ენის შესწავლის მსურველი იმდენია, რომ კონკურსის მოწყობა გვიწევს. ამ მიმართულებით საქმიანობის გაფართოებაა საჭირო“, - განაცხადა მან.

ამაზე საპასუხოდ ევგენი პრიმაკოვმა განაცხადა, რომ დღეს „როსსოტრუდნიჩესტვო“ წარმატებით მუშაობს გრიბოედოვის თეატრთან და აღნიშნული პროექტის მთავარი დადებითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ ის სრულიად აპოლიტიკურია.

„საქართველოს შემთხვევაში ჩვენ არ ვისურვებდით, რომ ჩვენი მუშაობა აღიქვან როგორც პოლიტიკური ექსპანსია, მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მსგავს ბრალდებებს წაგვიყენებენ. ჩვენი მუშაობა ნეიტრალურ ჰუმანიტარულ საფუძველზე წარიმართება“, - განაცხადა ევგენი პრიმაკოვმა.

საქართველოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთ მაგალითად პრიმაკოვმა დაასახელა პროგრამა „ახალი თაობა“, რომლის ფარგლებში ქართველ ახალგაზრდებს რუსეთის მონახულება შეუძლია. სხვა მნიშვნელოვან მიმართულებად პრიმაკოვმა ქართველი სტუდენტებისთვის კვოტები დაასახელა.

„ვისურვებდით, რომ მეტი კვოტა იყოს, - აღნიშნა მან. - ამასთან უნდა გვესმოდეს, რომ ქართველ ახალგაზრდებს აქვთ ალტერნატივა - ევროპული უმაღლესები, თანაც ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გამგზავრება შეუძლიათ“.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს და ზოგიერთი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნის შემთხვევაში კვოტების ნაწილი სტიპენდიების ფორმით გამოიყოს, დასასრულს აღნიშნა პრიმაკოვმა. ქართველი სტუდენტების მხარდაჭერა სტიპენდიების ფორმატში შესაძლებელს გახდის დაიფაროს სავიზო და სამგზავრო ხარჯები, ასევე ძირითად საცხოვრებელ პირობები.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება კითხვა: რისთვის არის ეს ყველაფერი? სტუდენტმა ძლივს მოაგროვა თანხა ბილეთისთვის, ჩავიდა რუსეთში, ნახევარი წლის შემდეგ კი მას „ტაქსაობის“ დაწყება მოუწია“, - განაცხადა პრიმაკოვმა.

 

 

თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (181)

მთავარი თემები