„ვექტორი“: ვაქცინის მასობრივი წარმოება რუსეთში წლის ბოლოს დაიწყება

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსის ვაქცინა
კორონავირუსის ვაქცინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლაბორატორიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ვაქცინური პრეპარატების ტესტირებაში მონაწილეობის სურვილი ძალიან ბევრმა მოხალისემ გამოთქვა

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. კორონავირუსული დაავადება COVID-19–ის ვაქცინის წარმოება და მასობრივი ვაქცინაცია შესაძლოა 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის პირველ თვეებში დაიწყოს, განაცხადა რუსეთის ცენტრ „ცექტორის“ ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ილნაზ იმატდინოვმა.

COVID-19–ის რუსული ვაქცინის გამოცდა დასრულდა. როდის დაიწყება მასიური წარმოება? - Sputnik საქართველო
COVID-19-ის რუსული ვაქცინის გამოცდა დასრულდა. როდის დაიწყება მასობრივი წარმოება?
„იმ მონაცემებით, რომლებსაც მე ვიცნობ, ვაქცინური პრეპარატების რეგისტრაციის შემდეგ, ინდუსტრიული პარტნიორები მზად არიან, პრეპარატების სამრეწველო გამოშვება დაიწყონ. და თუ არ ვცდები, ეს ან ამ წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში მოხდება“, — განაცხადა იმატდინოვმა ტელეარხ Россия 24–ის ეთერში.

ლაბორატორიის ხელმძღვანელის თქმით, ცენტრში მოხალისეებისგან დიდი რაოდენობით განაცხადია შესული. მსურველებს ანალიზები აუღეს და ტესტირებისთვის ყველაზე ჯანმრთელები შეარჩიეს (ქრონიკულ და გულ–სისხლძარღვთა დაავადებებს უკუჩვენება აქვს ექსპერიმენტული პროცედურებისთვის).

იმატდინოვმა განმარტა, რომ ვაქცინა ექსპერიმენტის დროს მხოლოდ ხუთ მონაწილეს უკეთდება, კვლევის დანარჩენი მონაწილეები კი პლაცებოს იღებენ.

მისი თქმით, ტესტირების პირველ სტადიაზე ხუთი ადამიანი სავსებით საკმარისია, მომავალში კი მოხალისეთა რაოდენობა ასამდე გაიზრდება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0