10:16 13 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6237
  • 100 RUB4.2107
  • USD3.0785
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (459)
12910

უნიკალურმა მოწყობილობამ, რომელიც უსინათლო ადამიანებს „კანის მეშვეობით ხედვაში“ დაეხმარება, უკვე მიიღო პატენტი.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ბალტიის ფედერალური უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიგონეს ე.წ. სენსორული ხედვის ტექნოლოგია, რომელიც უსინათლო ადამიანებს დაეხმარება, „დაინახონ“ შეხებით, კანის მეშვეობით, იუწყება РИА Новости.

უნიკალურმა პროექტმა პატენტი უკვე მიიღო.

ოპტიკური გამოსხივების ლაბორატორიის ხელმძღვანელის დმიტრი შიტცის თქმით, თავად სენსორული ხედვის იდეა ახალი არაა, თუმცა მანამდე არ ესმოდათ, როგორ შეიძლებოდა მისი პრაქტიკაში განხორციელება.

„მე აღმოვაჩინე 1969 წლის სტატია, სადაც ექსპერიმენტულად იყო დამტკიცებული, რომ ადამიანის ზურგზე მრავალი ვიბრატორისგან შემდგარი მატრიცის მეშვეობით გენერირებული გამოსახულების ამოცნობა შესაძლებელია. ექსპერიმენტის დროს ადამიანებმა შეძლეს ასოების წაკითხვა და სილუეტების გარჩევაც კი. სწორედ ამ ნაშრომმა შთამაგონა უსინათლოებისთვის მოწყობილობის შექმნა“, — განმარტა შიტცმა.

მოწყობილობამ, ავტორების ჩანაფიქრით, შემდეგი პრინციპით უნდა იმუშაოს: უსინათლოს თავზე დამაგრდება 3D კამერა, რომელიც გარემომცველ სივრცეში გამოსახულებას აღიქვამს, რის შემდეგაც მინი-კომპიუტერი საგნების რუკას შექმნის. სპეციალური მაკონტროლებელი და ვიბრომატრიცები ადამიანს კანზე გადასცემს ინფორმაციას ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ — რაც უფრო ახლოსაა საგნები, მით უფრო ძლიერია ვიბრაცია, რომელსაც კანი გრძნობს.

დმიტრი შიტცის თქმით, ამ დროისთვის მეცნიერებს უკვე შექმნილი აქვთ საგნების დაშორების 3D რუკა.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (459)

მთავარი თემები