ამერიკული სანქციები რუსული პროექტისთვის: პესკოვი კომენტარს აკეთებს

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკში!ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობა
!ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ისა და “თურქეთის ნაკადის“ მეორე ტოტისთვის ახალი სანქციების დაწესების რეკომენდაციები გასცა.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ეს არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და ევროპაში ბიზნესზე უხეში ზეწოლის მცდელობაა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აშშ-ის ახალ განცხადებაზე, რომელიც რუსეთის პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-სთვის სანქციების შესაძლო დაწესებას ითვალისწინებს.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობა - Sputnik საქართველო
ანტირუსული სანქციები აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში: სენატი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა, რუსეთის სანქციებით შემაკავებელი კანონის ფარგლებში, გამოაქვეყნა რეკომენდაციები და ჩართო დოკუმენტში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და ასევე „თურქეთის ნაკადის“ მეორე ტოტი.

„ეს სხვა არაფერია, თუ არა არაკეთილსინდისიერი კუნკურენციის გაგრძელება, მცდელობა იმისა, რომ ევროპელები აიძულონ, შეიძინონ უფრო ძვირადღირებული გაზი ნაკლებად ხელსაყრელი პირობებით“, — განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნება რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე — ბალტიის ზღვის გავლით. პროექტს აქტიურ წინააღმდეგობას უწევს აშშ, რომელიც ევროკავშირს საკუთარ გათხევადებულ ბუნებრივ აირს სთავაზობს. გარდა ამისა, პროექტს ეწინააღმდეგება უკრაინა და ასევე რიგი ევროპული ქვეყნები.

 

ყველა ახალი ამბავი
0