„უსაფუძვლო ბრალდებები“: რუსეთმა NYT-ს ახალ სტატიაზე კომენტარი გააკეთა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ ისევ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც უკვე თალიბებსა და რუსეთს შორის შეთქმულების შუამავალს ასახელებს.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთსა და თალიბებს შორის „შეთქმულების" სავარაუდო მტკიცებულებებზე კომენტარი გააკეთეს. ავღანეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის მეორე დეპარტამენტის დირექტორის ზამირ კაბულოვის განცხადებით, New-York Times-ის სტატიაში მხოლოდ უსაფუძვლო ბრალდებები გაჟღერდა.

„ჩვენ მტკიცებულებები გვჭირდება, მაგრამ ისინი არ არსებობს. ეს უსაფუძვლო ბრალდებებია“, — განუცხადა РИА Новости-ს კაბულოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არასოდეს სმენია სტატიის ფიგურანტის, ნარკოტიკების კონტრაბანდისტ რახმატ აზიზის შესახებ. გამოცემა ამტკიცებს, რომ იგი იყო ორი მხარის მთავარი შუამავალი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედი  - Sputnik საქართველო
NYT-ის სკანდალური სტატია: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს აკეთებს

მისი თქმით, პუბლიკაციის კითხვის დროს უფრო მეტი კითხვა ჩნდება, ვიდრე პასუხებია.

„სიყალბესაც ასევე საგულდაგულოდ მომზადება სჭირდება“, — თქვა კაბულოვმა.

New-York Times-მა ისევ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ავღანეთში რუსეთსა და „თალიბანს“ შორის შეთქმულებაში შუამავალი დაასახელა. სტატიის ავტორების თქმით, ეს არის ნარკოტიკების კონტრაბანდისტი რახმატ აზიზი.

მანამდე ამავე გამოცემამ სპეცსამსახურების ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა ჯილდოს სთავაზობდა თალიბანის ბოევიკებს ავღანეთში ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმებისთვის. ამასთან, სტატიაში არავითარი მტკიცებულება არ იყო მოყვანილი. მოგვიანებით „თალიბანის“ წარმომადგენელმა ზაბიულ მუჯაჰიდმა ოფიციალურად უარყო ამერიკული გამოცემის ბრალდებები.

ყველა ახალი ამბავი
0