კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რიცხვმა რუსეთში 449 ათასს გადააჭარბა

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება დაახლოებით 317 ათასი ადამიანი, განიკურნა 212 680 პაციენტი.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 8 726 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განაცხადეს კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში.

„ბოლო დღე-ღამეში რუსეთში კორონავირუსული ინფექციით დაავადების 8 726 შემთხვევა გამოვლინდა 85 რეგიონში, აქედან 3 235 – აქტიური კონტაქტური პირია დაავადების კლინიკური გამოვლენის გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.

რაში მდგომარეობს კორონავირუსთან ბრძოლის ქართული საიდუმლო – რუსი ექსპერტის მოსაზრება>>

ამ დროისთვის ქვეყანაში სულ კორონავირუსის 449 843 შემთხვევაა დარეგისტრირებული, პანდემიის დაწყებიდან დაფიქსირდა 5 528 გარდაცვალება, გამოჯანმთელდა 212 680 ადამიანი, შემთხვევების უმეტესი რაოდენობა გამოვლინდა მოსკოვში – 191 069 ადამიანი.

ფავიპირავირის წარმოება COVID-19-ის სამკურნალოდ - Sputnik საქართველო
რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი პრეპარატი დაარეგისტრირეს

ამასთან, ლეტალური შედეგი რუსეთში საშუალოდ რამდენჯერმე ნაკლებია, ვიდრე მთლიანად მსოფლიოში.

რუსეთი კორონავირუსით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ. რუსეთში სულ კორონავირუსულ ინფექციაზე უკვე 12 მილიონი ტესტი ჩატარდა.

გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსის პიკი გაიარა. ბევრ რეგიონში ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემიის აფეთქების შესახებ 11 მარტს გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში უკვე გამოვლენლია კორონავირუსის 6,64 მილიონი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაა 391,2 ათასი, გამოჯანმთელდა 2,87 მილიონი ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0