რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება შეუწყვიტა: „გაზპრომი“ მიზეზს განმარტავს

© photo: Sputnik / Timur Batyrshynგაზსადენი
გაზსადენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გაზპრომის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა მანამდე განაცხადა, რომ მიუხედავად ვარშავასთან კონტრაქტის დასრულებისა, პოლონეთის მონაკვეთით გაზის მიწოდება, ასე თუ ისე, მაინც გაგრძელდება.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. რუსულმა სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ შეაჩერა ევროპის მიმარულებით ბუნებრივი აირის გადაქაჩვა გაზსადენ „იამალი–ევროპის“ პოლონეთის მონაკვეთის გავლით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

გაზქურა - Sputnik საქართველო
ნულს ქვემოთ: ბაზარზე ბუნებრივი გაზის ფასი ეცემა

ოპერატორ Gascade-ის მონაცემებით, რომელიც გაზს გერმანიაში იღებს, კვირას აღნიშნულ მონაკვეთზე გადაქაჩვა 9 მლნ კილოვატ/საათიდან 461,5 ათას კვტ/საათამდე დაეცა, ხოლო ორშაბათის დილისთვის სრულად შეწყდა.

გავრცელებული ინფორმაციით, „გაზპრომმა“ ბუნებრივი აირის ტრანზიტი ექსპორტის ბალანსირების მიზნით შეაჩერა.

ამასთან აღინიშნება, რომ გაზის ტრანზიტი, სავარაუდოდ, დიდი ხნით არ იქნება შეწყვეტილი, ვინაიდან „გაზპრომს“ აუცილებლად ესაჭიროება ყველა მარშრუტის შენარჩუნება, რათა მზად იყოს მოთხოვნების სამომავლო ზრდისთვის“. ამიტომ გაზის მინიმალური მოცულობები მაინც გადაიქაჩება ევროპისკენ.

არსებული ინფორმაციით, რუსული გაზის პოლონეთის გავლით გადაქაჩვაზე კონტრაქტი 16 მაისს ამოიწურა და ახლა „იამალ–ევროპის“ მონაკვეთზე გადაქაჩვები მხოლოდ აუქციონების შედეგების მიხედვით ხდება. 

„გაზპრომის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა მანამდე განაცხადა, რომ მიუხედავად ვარშავასთან კონტრაქტის დასრულებისა, პოლონეთის მონაკვეთით გაზის მიწოდება, ასე თუ ისე, მაინც გაგრძელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0