03:22 06 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (998)
59 0 0

ბოლო მონაცემებით, მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირების 130 716 შემთხვევა გამოვლინდა, ლეტალურად დასრულდა 1290

თბილისი, 14 მაისი - Sputnik. 15 მაისიდან მოსკოვში დაიწყება უფასო მასობრივი ტესტირება კორონავირუსის ანტისხეულებზე სისხლის ავტომატური ანალიზატორების დახმარებით, განაცხადა დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა.

„ტესტირების ჩასატარებლად მოსკოვის მთავრობამ დააყენა სისხლის ავტომატური ანალიზატორები კორონავირუსის ანტისხეულების გამოსავლენად იმუნიფერმენტული ანალიზის (IFA) მეთოდით. მაისის ბოლოს IFA-ტესტირების საქალაქო სისტემის საერთო სიმძლავრე ერთ დღე-ღამეში 200 ათას ანალიზს გადააჭარბებს. ეს გვაძლევს საშუალებას უკვე 2020 წლის 15 მაისიდან ავამოქმედოთ სკრინინგის პროგრამა - უფასო და მასობრივი“, - დაწერა სობიანინმა თავის ოფოციალურ ვებგვერდზე.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში, 85-ვე რეგიონში, კორონავირუსის 252 245 შემთხვევაა დარეგისტრირებული. პანდემიის დასაწყისიდან რუსეთში  2 305 ლეტალური შედეგი დაფიქსირდა, 53 530 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა მოსკოვში გამოვლინდა - ვირუსით 130 716 ადამიანი დაინფიცირდა (23 327 გამოჯანმრთელდა, 1290 გარდაიცვალა).

ამასთან, რუსეთში COVID-19-ით ლეტალობა საშუალოდ 7,4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე მთლიანობაში მსოფლიოში. ამის შესახებ ადრე რუსეთის ვიცეპრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.

რუსეთი ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში აშშ-ის (1,39 მლნ) შემდეგ მეორე ადგილზეა და უსწრებს დიდ ბრიტანეთს (230 985), ესპანეთის (228 691)  და იტალიას (222 104).

ინფექციის გავრცელების ტემპის მატება აიხსნება იმით, რომ COVID-19-ის დასადგენად ჩატარებული ტესტების შედეგების დადასტურების სისწრაფე რამდენჯერმე გაიზარდა. რუსეთში უკვე 6,1 მილიონი ტესტი გაკეთდა.

ჯანმომ COVID-19-ის აფეთქება 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 4,34 მილიონს გადააჭარბა, ლეტალობამ - 297,2 ათასს.

 

 

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (998)

მთავარი თემები